ავტორი:

"აბსურდულია მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნო, რომ კარდაკარ დავდივარ და ბავშვებს ვუსწორდები" - ანზორ ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

"აბსურდულია მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნო, რომ კარდაკარ დავდივარ და ბავშვებს ვუსწორდები" - ანზორ ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

სახელმიწოფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ "ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ დაანონსებული ფარული ჩანაწერები არის მიზანმიმართული ქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აბსურდია ბრალდება, თითქოს ის კარდაკარ დადის და ბავშვებს უსწორდება.

"ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული გაუგებარ ჩანაწერებზე. თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა.

აბსურდულია მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნო, რომ ანზორ ჩუბინიძე დადის კარდაკარ და ბავშვებს უსწორდება. ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ და საზოგადოებამ შეაფასოს დანარჩენი. ეს არის დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების" - აღნიშნა ჩუბინიძემ.

ცნობისთვის, "ნოდარ მელაძის შაბათმა" დააანონსა, რომ დღეს ეთერში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ანზორ ჩუბინიძისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერებს გაასაჯაროვებენ.

მათი ინფორმაციით, ბერა ღარიბაშვილს უკვეთავს, დასაჯოს ის ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარები დაუწერა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"რაც მეტად გახანგრძლივდება პაუზა მის პოლიტიკურ საქმიანობაში, მით უფრო შემცირდება მისი პოტენციალიც და პერსპექტივაც" - რას ფიქრობენ ექსპერტები გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე?

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას უთხრა, რომ “რუსულ თამაშს თამაშობენ“