"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში შინაგან საქმეთა წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ნიკა მელიასთვის სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებას გადასცემენ.
"სასამართლოს მიერ გაცემულია განჩინება და მოვედით ადგილზე", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
სამართალდამცავებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ ეძლევათ. ადგილზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.
მას შემდეგ, რაც პოლიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, მათ ტერიტორია დატოვეს.
ცნობისთვის, პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული 40 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდაზე უარი თქვა.
პროკურატურას მელიასთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინწინ, 88 ხმით მოუხსნა.