ავტორი:

"ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი" - ირაკლი კობახიძე

"ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი" - ირაკლი კობახიძე

სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კი, შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

LIVE: ეთერშია "360 გრადუსი" - გია ხუხაშვილი; თაკო ჩარკვიანი, ალეკო ელისაშვილი

რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გიორგი გახარიას გადადგომაზე

LIVE: ეთერშია გადაცემა”რეზიუმე"