ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზები -  "ერთი ნაკლი მაინც აქვს ციხეს - მიშა აკლია"

ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზები -  "ერთი ნაკლი მაინც აქვს ციხეს - მიშა აკლია"

პოლიტიკაში მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი, ახლა მეორედ უკვე პრემიერ-მინისტრად მოდის. გიორგი გახარიას მოულოდნელი და სკანდალური გადადგომის შემდეგ, მმართველმა გუნდმა მთავრობის მეთაურის კანდიდატად სწორედ ის წარადგინა. თავის დროზე სრულიად ახალგაზრდა ღარბაშვილი პრემიერის პოსტზე, თავის შემცვლელად ბიძინა ივანიშვილმა გამოარჩია და სავარაუდოდ, 2015 წელს მისი პოსტიდან წასვლის მიზეზიც ივანიშვილი იყო, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი თქვა, - ღარიბაშვილი ხშირად მოდიოდა ჩემთან და მეკითხებოდა, ხომ არ არის უკვე ჩემი წასვლის დროო... თუმცა წასვლის შესახებ განცხადების გაკეთებისას ღარიბაშვილი მაინც და მაინც ბედნიერად არ გამოიყურებოდა, მეტიც, მას დაავიწყდა მისი საყვარელი ფრაზის - "გმადლობთ, ბატონო ბიძინა" თქმა, მან მადლობა მხოლოდ მეუღლეს გადაუხადა...

იმჟამად ამბობდნენ, რომ მისი წასვლის მიზეზი მისი ახლობლების, უფრო სწორედ, მისი ცოლის ნათესავების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა იყო, თუმცა ეს მხოლოდ ჭორებად დარჩა.

ღარიბაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიხისტით სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

ambebi.ge-მ გაიხსენა ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზები, რომლებიც თავის დროზე ძალზე პოპულარული იყო.

  • ღარიბაშვილი ივანიშვილზე:

"წლებია საჭირო მისი მოღვაწეობის შესაფასებლად. შეუძლებელია, ერთ კომენტარში ჩაატიო ის დიდი ღვაწლი და დიდი სიკეთე, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ. ალბათ უნდა გაიმიჯნოს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მისი საქველმოქმედო და პოლიტიკური საქმიანობები”.

"ადამიანი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და კიდევ ერთხელ დაგვიტოვა, გვაჩვენა და გვასწავლა სახელმწიფოებრივი ქცევის უმაღლესი სტანდარტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მადლოერების გამოხატვას და რაც მთავარია, მის მოღვაწეობას სჭირდება მრავალი წელი, რათა ჩვენმა ხალხმა კარგად შეაფასოს და დააფასოს ის”.

"ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცენდენტო მშვიდობა და სტაბილურობა, თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია, ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს”.

"რომელი მმართველი ყოფილა ბიძინა ივანიშვილზე უფრო დემოკრატი? - არც ერთი!”

"ბატონი ივანიშვილი მეცენატია", "ბატონმა ივანიშვილმა დემოკრატია განავითარა", "ბატონ ივანიშვილს ფული არ ენანება" და კიდევ ბევრი "ბატონი ბიძინა ივანიშვილი" გვსმენია წარსულში ღარიბაშვილისგან.

ივანიშვილისადმი მიძღვნილი დაუსრულებელი ხოტბის გარდა, ქართული პოლიტიკის ისტორიას ირაკლი ღარიბაშვილის სხვა ფრთიანი გამონათქვამებიც შემორჩა. ასე მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მისამართით თქვა:

„რომელია პოლიტპატიმარი? ბატონი ოქრუაშვილი, რომელზეც დადასტურებული ვიდეოფაქტები არსებობს, რომ რუსეთში,"გრუს" ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს, რათა შემოსულიყო საქართველოში "ნაცმოძრაობის" დროს; რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის. უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი ქურდი, კლასიკური ქურდის ეტალონი. ის ნამდვილად ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსია ჩვენს რეალობაში, კორუმპირებული, მთავარი ქურდი”.

  • ღარიბაშვილი - მარგველაშვილზე:

"ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი. გუშინ შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული ბობოხიძე. იმედი მაქვს, სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილსაც და სხვებსაც - "კეთილ ადამიანებს” შეიწყალებს ძალიან მალე”.

  • ღარიბაშვილი - სააკაშვილზე"

"ერთი ნაკლი მაინც აქვს ციხეს - მიშა აკლია".

"როდესაც სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კალმარი, შემდეგ ვერტმფრენით გაფრინდა ბორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ ვერტმფრენის შუახევში დასმა, შემდეგ დაიწყო ჩხუბი იმაზე, რატომ არ არის ტუალეტი ვერტმფრენში და აქედან წამოვიდა "პუმა”, ამიტომ გადაიხადა 40 მილიონი ევრო, რომ კომფორტულად ემგზავრა”.

"გავრცელდა ჩანაწერები, სადაც მოვისმინეთ ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის სიტყვები, სადაც ის საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩემთვის ეს სასაცილოა, უბრალოდ და ამაზე რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს”.

  • ღარიბაშვილი - ირაკლი ალასანიაზე

"ავანტიურისტი, უჭკუო მინისტრი, და ამბიციური მინისტრი ჩამოგვშორდა".

  • ღარიბაშვილის გამონათქვამები პარლამენტში:

"თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი”?

"ბატონო გივი, თქვენ ქურდი ხართ? კარგად ერკვევით ქურდულ სამყაროში” – (გივი თარგამაძეს).

"თქვენ გჯერათ, რომ ნამდვილად იყავით კონტროლის პალატის თავმჯდომარე?” - (ლევან ბეჟაშვილს).

"უცნაური იქნებოდა პრეტენზიების წაყენება დღევანდელ არაკომუნისტურ რუსეთთან" - რას აცხადებს ზატულინი  ე.წ. მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებზე სომხურ გამოცემასთან

"მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს" - რას პასუხობს ბოკერია სააკაშვილს?

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"