ავტორი:

"უცნაური იქნებოდა პრეტენზიების წაყენება დღევანდელ არაკომუნისტურ რუსეთთან" - რას აცხადებს ზატულინი  ე.წ. მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებზე სომხურ გამოცემასთან

"უცნაური იქნებოდა პრეტენზიების წაყენება დღევანდელ არაკომუნისტურ რუსეთთან" - რას აცხადებს ზატულინი  ე.წ. მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებზე სომხურ გამოცემასთან

ambebi.ge-მ გუშინ გამოაქვეყნა სომხური გამოცემა "ლრაგირში“ («Լրագիր») გამოქვეყენებული სომხეთის პარლამენტის წევრის, დამოუკიდებელი დეპუტატის ანა კოსტანიანის განცხადება, რომელშიც საუბარი იყო1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ხელმოწერილ რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების შესახებ. (იხილეთ სტატია)

ამ თემას ეხმაურება სომხური საინფორმაციო სააგენტო "არმინფო“ («ԱրմԻնֆո»), რომელმაც გამოაქვეყნა ინტერვიუ (ვიდეოხიდის მეშვეობით) რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს წევრ კონსტანტინე ზატულინთან, სათაურით: "უცნაური იქნებოდა პრეტენზიების წაყენება დღევანდელი არაკომუნისტური რუსეთის მიმართ, ბოლშევიკების მიერ ხელმოწერილი მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულების გამო“, რომელშიც იგი თავის პოზიციაზე ლაპარაკობს ასი წლის დადებული რუსეთ-თურქეთის ორმხრივი დოკუმენტების მიმართ.

"ვისაც რამდენჯერაც სურს, იმდენჯერ შეუძლია ამ ხელშეკრულების ანალიზი და და იმის დამტკიცება, რომ იმდროინდელმა საბჭოთა რუსეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ არაკომპეტენტურობა და არაშორსმჭვრეტელობა გამოიჩინა... რა თქმა უნდა, მოსკოვი მხარს უჭერდა მუსტაფა ქემალის მთავრობას წარმატებების მიღწევაში. სამწუხაროდ, მოგვიანებით თურქეთმა უმადურობა გამოიჩინა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1942 წელს საბჭოთა ჯარები ელოდნენ, რომ თუ სტალინგრადი დაეცემოდა, თურქები კავკასიაში შეიჭრებოდნენ. შეიძლება სხვადასხვანაირად შევაფასოთ წარსული, მაგრამ მე არ ვარ იმის მომხრე, რომ 1921 წელზე ჩავიციკლოთ“, - განაცხადა კონსტანტინე ზატულინმა.

"არმინფო“ აქვეყნებს მოკლე ისტორიულ ცნობასაც:

მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულებით დადგინდა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრები: მან უარი თქვა საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე - ბათუმზე, მაგრამ სამაგიეროდ მიიღო აჭარის სამხრეთი ნაწილი და სომხეთის კუთვნილი ყარსის ოლქი, არარატის მთის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ხელშეკრულებამ საქართველოსა და სომხეთის საზღვრები ისე მოხაზა, რომ ამ ქვეყნებს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. მოგვიანებით დაიდო ყარსის ხელშეკრულება, უკვე თბილისისა და ერევნის წარმომადგენლების მონაწილეობით.

დღევანდელი სომხეთი არ სცნობს მოსკოვის ხელშეკრულებას, რადგან ქემალისტებისა და რუსი ბოლშევიკების გარიგების გამო ქვეყანამ დაკარგა სევრის ხელშეკრულებით მიღებული ტერიტორიები.

თავის მხრივ საქართველოს პარლამენტი 2000-იანი წლების შუახანებში სწავლობდა ყარსის ხელშეკრულების სავარაუდო გადასინჯვის საკითხს, მაგრამ მივიდა დასკვნამდე, რომ ყარსში ხელმოწერილი დოკუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტს არ ემუქრება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"აბსურდულია მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნო, რომ კარდაკარ დავდივარ და ბავშვებს ვუსწორდები" - ანზორ ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით

"მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩანაწერებს სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ და ესეც ერთ-ერთი მათგანია" - სუბარი მედიაში დაანონსებულ ფარულ ჩანაწერზე