ავტორი:

გიორგი გახარია თანამშრომლებს დაემშვიდობა - ფოტო მთავრობის ადმინისტრაციიდან

გიორგი გახარია თანამშრომლებს დაემშვიდობა - ფოტო მთავრობის ადმინისტრაციიდან

გიორგი გახარია, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა, თანამშრომლებს დაემშვიდობა. მთავრობის ადმინისტრაციაში გადაღებულ ფოტოს პრემიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ტატო კუჭავა ავრცელებს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა.

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

"გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ დავხვდე შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს?" - როგორ ემშვიდობება ზურა ხაჩიძე ზურა დოიჯაშვილს, რომელსაც დღეს ჩამოასვენებენ

"ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა" - რას წერს თინათინ ხიდაშელი "ფეისბუქზე"

"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი