ავტორი:

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეექვსე ტომი

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეექვსე ტომი

22 თებერვალსგაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეექვსე ტომი გამოვიდა, რომელშიც სპორტის სახეობებისა და თამაშების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაა მოცემული. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

შეგახსენებთ, რომ „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც 7 ტომში ადამიანის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს აერთიანებს. უკვე გამოიცა ენციკლოპედიის ხუთი ტომი, 22 თებერვლიდანკი მკითხველს მეექვსე ტომის შეძენა შეუძლია.

სხვა ტომებისგან განსხვავებით, ამ ტომში ერთი დიდი თემა - სპორტის სახეობები და თამაშები - გელოდებათ. მოგეხსენებათ, ამ მხრივ კაცობრიობას დიდი ისტორია აქვს, სპორტის არაერთი სახეობა არსებობს და ყოველი მათგანი განსხვავებული ტერმინოლოგიითა თუ საჭირო ინვენტარით გამოირჩევა. ასე რომ, თუკი თქვენ, თქვენი ოჯახის წევრსა თუ მეგობარს სპორტი გიტაცებთ, ენციკლოპედიის ამ ტომში ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას წაიკითხავთ.

გაგაცნობთ ქვეთემების არასრულ ჩამონათვალს:

  • ბურთიანი და ჩოგნიანი სპორტი;
  • სპორტის საწყალოსნო და სანაოსნო სახეობები;
  • სპორტის საბრძოლო და ძალისმიერი სახეობები;
  • სპორტის ზამთრის სახეობები და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ ენციკლოპედიის ეს ტომი არა მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენებისთვის იქნება საინტერესო, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის ვისაც ეს სფერო (და ზოგადად ფიზიკური აქტივობა) იტაცებს. ამ უკანასკნელთ განსაკუთრებით დააინტერესებთ ბუნებაში დასვენების ქვეთავი, სადაც კარავში ცხოვრებისა და თევზაობის შესახებ წაიკითხავთ, საჭირო ინვენტარის სახელებსა და რჩევებს გაეცნობით.

ასევე ცალკე ქვეთავად არის გამოყოფილი სამაგიდო თამაშები, როგორიცაა: კამათელი და დომინო, კარტი, დაფის თამაშები, რულეტი, დარტსი, მაგიდის ფეხბურთი, კომპიუტერული თამაშები და მრავალი სხვა.

ტრადიციულად, ენციკლოპედიის ეს ტომიც მრავალფეროვანი ილუსტრაციებით არის გაფორმებული, რაც ინვენტარის აღწერას უფრო თვალსაჩინოსა და მარტივად აღსაქმელს ხდის. აღსანიშნავია ორენოვანი(ქართულ-ინგლისური) ტერმინოლოგიაც, რაც ამ გამოცემას განსაკუთრებულ განსაკუთრებულ პრაქტიკულ დანიშნულებას სძენს.

შეგახსენებთ, „დიდი ვიზუალური“ ენციკლოპედია 7 ტომად გამოიცემა და თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოდის.წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

წიგნები და საჩუქრები ლიტერატურის მოყვარულებისთვის – მალე ქართულ ბაზარზე „ლიტბოქსი“ გამოჩნდება

გაცოცხლებული წიგნის გმირები - „ბიბლუსის“ სახალისო კამპანია, რომელშიც ბევრი მსურველი ჩაერთო, დასასრულს უახლოვდება

უკვე დღეიდან „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე