ავტორი:

გაცოცხლებული წიგნის გმირები - „ბიბლუსის“ სახალისო კამპანია, რომელშიც ბევრი მსურველი ჩაერთო, დასასრულს უახლოვდება

გაცოცხლებული წიგნის გმირები - „ბიბლუსის“ სახალისო კამპანია, რომელშიც ბევრი მსურველი ჩაერთო, დასასრულს უახლოვდება

ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟის ადგილას, როდესაც საყვარელ წიგნს კითხულობდით და გიფიქრიათ, როგორი იქნებოდით, იმ ეპოქაში რომ გეცხოვრათ. წიგნებში მოგზაურობა ხომ ყველას უყვარს? წარმოიდგინეთ, თქვენი საყვარელი წიგნის გმირად რომ შეგეძლოთ გარდასახვა. - ვის აირჩევდით?

კომპანია „ბიბლუსის“ ახალი კამპანიიის ფარგლებში, მკითხველს საშუალება მიეცა, თავისი ფანტაზია რეალობად ექცია.

„ბიბლუსის“ ერთგული მომხმარებლები სიხარულით ჩაერთვნენ კრეატიულ და სახალისო ფოტოკონკურსში - „გარდაისახე წიგნის გმირად“, რომელიც ახალი კამპანიის - „რომელი წიგნის გმირი ხარ“ ფარგლებში განხორციელდა.

ნებისმიერ მსურველს შეეძლო აერჩია რომელიმე წიგნის გმირი და საინტერესო ტრანსფორმაცია მოეხდინა კოსტიუმების, გრიმისა და პერსონაჟის ხასიათის გამოყენებით.

საკონკურსო ფოტოების მიღება 18 თებერვალს სრულდება. მოგვიანებით კი ორი გამარჯვებულის ვინაობა დასახელდება, რომელთაგანაც ერთს ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერალი - დათო ტურაშვილი გამოავლენს, ხოლო მეორე გამარჯვებული ის გმირი გახდება, რომელიც „ფეისბუქზე“ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს.

მოდით, რამდენიმე საკულტო წიგნის გმირი გავიხსენოთ!

მამაკაცი გმირები:

მისტერ დარსი

„ამპარტავნება და ამოჩემება“/ჯეინ ოსტინი

ერთი შეხედვით, მისტერ დარსი მოსაწყენი, ამპარტავანი, თავის თავზე შეყვარებული უსიამო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში, უჩვეულოდ კეთილი, პრინციპული და ღირსეული მამაკაცია. თუმცა, საკუთარი გრძნობების გამოხატვა იშვიათად გამოსდის. მხოლოდ ელიზაბეტ ბენეტი შეძლებს მისი რთული ხასიათის გაგებას...

შერლოკ ჰოლმსი

„შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“/ართურ კონანდოილი

წარმოუდგენელი ინტელექტის გარდა, ჰოლმსს არაერთი მიმზიდველი თვისება აქვს. ვის არ უოცნებია, მასთან ერთად საინტერესო საქმეების გამოძიებაზე? ეს პერსონაჟი იდეალურია, საინტერესო გმირის შესაქმნელად.

კრისტიან გრეი

„გრეის 50 ელფერი“/ ე.ლ. ჯეიმსი

სიმპათიური, წარმატებული, უცოლო - შეიძლება ითქვას, იდეალური მამაკაცია, თუმცა კრისტიანს ბნელი საიდუმლოებები აქვს. ყველაზე ცნობილი თანამედროვე სასიყვარულო რომანის გმირი მკითხველს მოსვენებას უკარგავს...

ჯეიმს ბონდი

ანა ფლემინგის რომანები

ავანტიურისტი, მოთამაშე, მექალთანე, მაგრამ პირველ რიგში დიდებული ჯაშუში ბრიტანული სამეფოს სამსახურშია. ამ გმირის დამოკიდებულება რისკისადმი და მისი საოცრად გაბედული ხასიათი აღფრთოვანებას იწვევს...

ქალიგ მირები:

ჯეინ ეარი

„ჯეინ ეარი“/შარლოტა ბრონტე

ნიჭიერი, მორიდებული, ღარიბი, მაგრამ დამოუკიდებელი, კეთილი ქალი, რომელსაც გულწრფელი სიყვარული შეუძლია. ჯეინი მე-19 საუკუნის დამოუკიდებელი ქალის სახეა, რომელიც დღესაც მაგალითად რჩება გოგონებისთვის.

ელიზაბეტ ბენეტი

„ამპარტავნება და ამოჩემება“/ჯეინ ოსტინი

გამჭრიახი გონება, ირონიულობა და ორიგინალური აზროვნება ლიზის უჩვეულო ქალად აქცევს. გასაკვირი არაა, რომ მისტერ დარსის ის უგონოდ უყვარდება...

ანა კარენინა

„ანა კარენინა“/ლევ ტოლსტოი

ბრწყინვალე ქალბატონი, მზრუნველი დედა და მოსიყვარულე ქალი, რომელსაც გრძნობების გამო არ ეშინია საზოგადოების აზრის. ანას ტრაგიკული ბედი მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს...

მარგარიტა

„ოსტატი და მარგარიტა“/ მიხაილ ბულგაკოვი

უშიშარი, ძლიერი, მშვენიერი, მისტიკური მარგარიტა ყველაფერზე წავა მათ გამო, ვინც უყვარს. საშიში ალქაჯი, დემონური წვეულების დედოფალი და საოცრად მოსიყვარულე ქალი...

ჯულიეტა

„რომეო და ჯულიეტა“/ უილიამ შექსპირი

13 წლის მშვენიერი ჯულიეტა კაპულეტი შეუპოვარი ხასიათით გამოირჩევა. სამწუხაროდ, მოუთმენელი ახალგაზრდა წყვილის სიყვარულს ტრაგიკული შედეგი მოაქვს.

საინტერესოა, რომელი გმირები შეარჩიეს კონკურსის მონაწილეებმა. ამას სულ მალე, „ბიბლუსის“ ფეისბუქის გვერდზე შევიტყობთ. საკონკურსო ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ხმის მიცემაც. ხალხის რჩეული სწორედ LIKE-ების საშუალებით გამოვლინდება. „ბიბლუსის“ ახალი კამპანია ინტერაქციული ხასიათისაა და მისი მიზანი, წიგნის კითხვის პოპულარიზება და მკითხველის წიგნების გმირებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვებაა.

„ბიბლუსის“ ლიტერატურული კამპანიის ფარგლებში, არაერთი საინტერესო, ინტერაქციული აქტივობა გელოდებათ!

R

უკვე დღეიდან „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

საით მიდიან უსიყვარულოდ - უღმერთოდ დარჩენილი ადამიანები?!

"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე ლიტერატურული შედევრები ქართველი მკითხველისთვის