ავტორი:

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +3, +8 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 25 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი ამინდი, ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლი.

„თბილისში 23 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება.

24 თებერვალს დღისით თოვლჭყაპი, ხოლო 25 თებერვალს ღამისა და დილის საათებში თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25 თებერვალს ღამით -5, ხოლო დღისით +1 გრადუსამდე დაიკლებს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"კოლეგებს ძალიან უკვირთ, ჩემს წარმომავლობას რომ იგებენ..." - ულამაზესი ქართველი გოგონას გზა მოდელობიდან ბორტგამცილებლობამდე

ერთ კვირაში გერმანიაში დასაქმებისთვის სააპლიკაციო ფორმა 87 000-მდე ადამიანმა შეავსო

"იციან რა პირობებში ცხოვრობენ? რომ თვეში 300 ევროს იხდიან საწოლში?" - რას წერს გერმანელი არქიტექტორი გერმანიაში მიგრანტების სამუშაო პირობებზე