ავტორი:

"ნაცმოძრაობის" ოფისთან სახანძრო მანქანა მიიყვანეს - სამართალდამცველები შენობაში სახურავიდან შედიან (LIVE)

"ნაცმოძრაობის" ოფისთან სახანძრო მანქანა მიიყვანეს - სამართალდამცველები შენობაში სახურავიდან შედიან (LIVE)

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სახანძრო მანქანა მიიყვანეს. მათ პარტიის ოფისის შენობას კიბე მიადგეს და სამართალდამცველები ოფისში სახურავიდან შედიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ.

პარტიის ოფისში იმყოფებიან პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები. ოფისში იმყოფება ნიკა მელიაც.

პარტიის ოფისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ჰქონდათ ინფორმაციას, რომ მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები, მზადება მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმისთვის . მათივე ინფორმაციით, სპეცრაზმს მშვიდობიანად შეხვდებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ - რა ვითარებაა ადგილზე?

"სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ, ერთი თვის შემდეგ თუ სამ დღეში, შეზღუდული არ არის" - გომელაური მელიაზე

"პირზე ხელი ამაფარა, მირტყამდა...სულ ნაცემი ვარ" - ყვარელში 73 წლის ქალი შეიარაღებულმა ახალგაზრდამ დააყაჩაღა