ავტორი:

"საქართველოში 23 თებერვალს დიქტატურა გაფორმდა" - უგულავას თქმით, ბრძოლა მელიას პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება

"საქართველოში 23 თებერვალს დიქტატურა გაფორმდა" - უგულავას თქმით, ბრძოლა მელიას პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება

„ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულვამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგი უგულავა აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა საბჭოთა დიაქტატურა დაამყარა. „ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება. საქართველოში, 23 თებერვალს, გაფორმდა დიქტატურა. საბჭოთა არმიის დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბჭოთა დიქტატურა დაამყარა. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ხალხი, ამას არ შევეგუებით. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბძოლებთ! უკომპრომისო ბრძოლა იქნება“, - აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო.

"პოლიტიკური მსხვერპლი ვარ" - გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"მინისტრი რომ ვყოფილიყავი და გერმანიის ყანებში სამუშაოდ განაცხადი 2 დღეში 100 ათას კაცს შეევსო, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი" - ელისაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრს