ავტორი:

"აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც მთავარი როდიონოვი ზის" - ოპოზიცია 15:00 საათზე აქციისთვის ემზადება

"აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც მთავარი როდიონოვი ზის" - ოპოზიცია 15:00 საათზე აქციისთვის ემზადება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიცია 15:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბება და აქციას გამართავს.

ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

"დღეს რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ საბჭოთა არმიის დაბადების დღეს გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე შტურმი იყო მიტანილი. პირობას ვაძლევ ყველას, რომ ნიკა იქნება თავისუფალი და ეს იქნება მალე. შესაბამისად, რუსების და ბოლშევიკების ჩვენ არ გვეშინია.

დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი. ეს ოფისი დაარბიეს, ყველა ოთახი გაპარტახებულია, ადამიანები დაწამლეს. ჩვენ აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც მთავარი როდიონოვი ზის. ყველას მინდა მოგმართოთ ყველას, ვინც სახლში ხართ, ვისაც გადარდებთ ჩვენი შვილების ბედი 15:00 საათზე გელოდებით კანცელარიასთან"- აღნიშნა დეკანოიძემ.

"მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, იმ პირობით, რომ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია" - ზაალ უდუმაშვილი

LIVE: თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი ვაშაძე; იაგო ხვიჩია

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს