ავტორი:

"მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, იმ პირობით, რომ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია" - ზაალ უდუმაშვილი

"მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, იმ პირობით, რომ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია" - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას დიალოგისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით „ცინიკური“ უწოდა.

„ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ცინიკურია, როდესაც ერთი ხელით ადამიანი გთავაზობს, დიალოგის მაგიდას მიუჯდე და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრის, რისი მოწმეც მთელი მსოფლიო იყო, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში.

ჩვენ მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა.

მეორე, როდესაც პარლამენტში შესვლაზე საუბრობენ, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის ახალი არჩევნები ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ვართ მზად, დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღები, როდის ჩატარდება ახალი არჩევნები ქვეყანაში“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ძალებს მიმართავს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.

„დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"დადგა დრო 10-წლიანი აქტიური სამსახურის შემდეგ დაგემშვიდობოთ" - კახა ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დასავლეთი არ გადაყლაპავს მელიას დაჭერას, ეს არის ფაქტობრივად სახის ახევაა" - ექსპერტი