ავტორი:

"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი" - რას ამბობს ანზორ მელია შვილის დაკავებაზე

"გამაგრდი, შვილო... ნიკასი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის მე და მისი შვილი" - რას ამბობს ანზორ მელია შვილის დაკავებაზე

სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში, სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

გვესაუბრება დაკავებული ნიკა მელიას მამა ანზორ მელია:

- შოკირებული ვარ, ამ კადრებს რომ ვუყურებდი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ჯერ ანალიზის უნარიც კი არ მაქვს. თითქოს სადღაც სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა საქართველოში.

- ხომ არ გქონდათ ამ დილით კომუნიკაცია თქვენს შვილთან?

- არა, გია ბარამიძის დადებული სურათი ვნახე, ერთად რომ არიან გადაღებული. იქ მივაწერე, თქვენ გენაცვალეთ-მეთქი. ეს იყო ჩემი სიტყვები, სხვა არაფერი. მთელი ღამე გავათენეთ მე და ჩემმა მეუღლემ, როგორ გგონიათ შვილი იქ იყოს და მამამ და დედამ დაიძინოს? უიარაღოდ იყვნენ, ცარიელი ხელებით და ნახეთ, როგორი შტურმი მიიტანეს ოფისზე. ამხელა შტურმი, ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რაში სჭირდებოდათ? ეს სცენა რაში სჭირდებოდათ? ფილმს გადაიღებდა ადამიანი, სასწაული იყო.

ან გაზის გაშვება რაში სჭირდებოდათ? იქ ხალხს ნაკადით შეასხეს გაზი და ცუდად გრძნობენ თავს. თან ყველაფერი ხდება, როცა გასაჩივრებულია გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მოლოდინში ვართ. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ გადაწყვეტილია ყველაფერი წინასწარ. ღარიბაშვილიც სწორედ ამიტომ დანიშნეს, ეს ყველაფერი ივანიშვილის გაკეთებულია.

100 წელიწადია დღეს საქართველოს ოკუპაციის და 100 წლის თავზე მოხდა ეს, ყოჩაღ, ყოჩაღ. მარტო ნიკა კი არ აიყვანეს, ოფისი დაანგრიეს. როგორც ამბობენ, მეხსიერების ბარათებიც წაიღეს ოფისიდან.

- გქონდათ მოლოდინი იმის, რომ დააპატიმრებდნენ?

- გუშინ ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს მოხდებოდა და ამიტომ ტელევიზორს არ მოვშორებივარ. მეუღლეც ადევნებდა თვალს, ერთად ვუყურებდით ამ ყველაფერს. ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ვუგებთ და ვამხნევებთ ერთმანეთს. ყველაზე მეტად მოვიხიბლე ნიკას ქცევით. როცა შევიდნენ სპეცრაზმელები, ცალკე ოთახში იყო ნიკა, გამოვიდა იქიდან. წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც მოწოდება არ იყო, მშვიდად გაყვა. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი. თვითონ ღარიბაშვილი გაათავისუფლებს ნიკას.

- რას ეტყოდით ნიკას?

- გამაგრდი, შვილო! ნიკა ვაჟკაცი და გმირია ნამდვილად. ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი იქ იყო მის გვერდით. ნიკამ შეუძლებელი შეძლო, გააერთიანა მთელი ოპოზიცია, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები. მისი არასოდეს შემრცხვება და ვიამაყებთ ყოველთვის ნიკათი მე დ მისი შვილი.

"მაინცდამაინც დაგასპოილეროთ გინდათ?! ჯერჯერობით მოვდივარ, ხომ ხედავთ?!.. მოდით, დავიწყოთ ბოდიშით..." - ფრაზები, რომლითაც გიორგი გახარიამ თავი დაგვამახსოვრა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი ვიცე-პრემიერი წარადგინა