კომპანია "შევროლეტმა" ჰეჩბეკის ძარას მქონე მოდელ Cruze-ს წინასერიული ვერსიის ოფიციალური ფოტოები გაავრცელა. ფართო პუბლიკას ავტომობილს ოქტომბერში, პარიზის მოტორშოუზე წარუდგენენ. მანქანის სერიული წარმოება მომავალი წლის შუა პერიოდში დაიწყება.
ჰეჩბეკი Chevrolet Cruze სპეციალურად ევროპული ბაზრისთვისაა შემუშავებული, სადაც ასეთი ტიპის ძარას მქონე ავტომობილებია პოპულარული. მოსალოდნელია, რომ სერიული მანქანის დიზაინი პრაქტიკულად, ზუსტად პროტოტიპის გარეგნობის იყოს. განსხვავებული მხოლოდ წინა ბამპერის ქვედა ნაწილში მოთავსებული დღის შუქფარები იქნება.
საბარგულის მოცულობა 400 ლიტრია, ხოლო მსხვილი გაბარიტის მქონე ბარგის გადასაზიდად შესაძლებელი იქნება უკანა სავარძლების საზურგეების დაკეცვა პროპორციით - 60/40. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ავტომწარმოებელი ასეთ მოდელს "უნივერსალის" ძარათიც ამზადებს. თუმცა, აღნიშნული მოდიფიკაციის შესახებ არავითარი სხვა ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს. პარიზის მოტორშოუზე სედანი Cruze
2 წლის წინ წარადგინეს.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)