ავტორი:

კანცელარიასთან, სადაც ოპოზიციის აქცია იგეგმება, სამართალდამცავების მობილიზება ხდება

კანცელარიასთან, სადაც ოპოზიციის აქცია იგეგმება, სამართალდამცავების მობილიზება ხდება

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები, დღეს 15:00 საათზე აქციას გამართავენ, სამართალდამცავების მობილიზება ხდება.

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დანაყოფები ავტობუსით მიიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ფოტო: George Boochko

"იმედია, აწი მაინც, ტურში წასული ყველა ადამიანი ცოცხალი დაბრუნდება ოჯახში..." - რას ამბობენ შატილის ავარიისას დაზარალებულები ბრალდებულების დაკავებაზე

"მათი ადგილი ციხეშია... როგორ ეძინათ? ბოდიში მაინც მოეხადათ კაცურად!" - შატილში ავარიისას გარდაცვლილი მედეა დევსურაშვილის დედა დაკავებულებზე

კუსტარული სავარძლები, მავთულებით დამონტაჟებული ღვედები - რა დაადგინა პროკურატურამ შატილში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 17 პირი ემსხვერპლა