ავტორი:

"ამგვარი უსამართლო "რჩევები" ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს" - რას წერს თეა წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე?

"ამგვარი უსამართლო "რჩევები" ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს" - რას წერს თეა წულუკიანი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე?

უმრავლესობის დეპუტატი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიციამ მაღალკვალიფიციური სპეცოპერაცია ჩაუტარა და ამისთვის სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

განვითარებულ მოვლენებს წულუკიანი "ფეისბუქზე" ეხმაურება.

დეპუტატი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, რომ "ამგვარი უსამართლო "რჩევები" ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს".

"სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.

რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით;

და ა.შ. სწორედ ამგვარი უსამართლო "რჩევები", დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი. მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!" - წერს თეა წულუკიანი.

"ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა" - ალეკო ელისაშვილი

"არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოზნერის ვიზიტზე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი