ავტორი:

"არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოზნერის ვიზიტზე

"არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოზნერის ვიზიტზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

“ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით, ეს იყო მისი მორიგი, კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთანავე, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს, ჰქონდათ ე.წ. კოვიდ პასპორტები, ასევე უარყოფითი PCR ტესტის პასუხი. შესაბამისად ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში.

რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში, რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია და დარღვევაა, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა, როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითიც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ “ნაციონალურმა მოძრაობამ”. როგორც მათ სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია და საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის” - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, პოზნერი საქართველოში გუშინ ათობით თანმხლებ პირთან ერთად სპეციალური ავიარეისით ჩამოფრინდა. მას დღეს დაბადების დღე ჩვენს ქვეყანაში უნდა აღენიშნა. მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა.

ცნობილი ტელეწამყვანი არაერთი სკანდალური ფრაზით არის ცნობილი, მათ შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც ქართველების პროტესტს იწვევს, 2010 წელს გაკეთებული განცხადებაა: "აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი". - თქვა მაშინ პოზნერმა.

გრიგოლ ვაშაძემ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე" - რას ამბობს კახა კალაძე შეთანხმების დოკუმენტზე

"რას ნიშნავს პროცესის ღალატი, მე ვიცი სამშობლოს ღალატი და მეუღლის ღალატი, არც ერთისთვის მიღალატია" - ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თაკო ჩარკვიანიც იქნება პარლამენტში