ავტორი:

ქმარი ყოფილ ცოლს კომპენსაციას გადაუხდის შესრულებული საოჯახო საქმეების გამო - სასამართლო დავა პეკინში

ქმარი ყოფილ ცოლს კომპენსაციას გადაუხდის შესრულებული საოჯახო საქმეების გამო - სასამართლო დავა პეკინში

პეკინში, ერთ-ერთი განქორწინების საქმის ფარგლებში, მოსამართლემ მამაკაცს თავისი ყოფილი ცოლისთვის, წარსულში საოჯახო საქმეების შესრულების გამო, კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საუბარია ყველა იმ საოჯახო საქმეზე, რომელსაც ქალი ქორწინების პერიოდში აკეთებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილმა ქმარმა ქალს 5-წლიანი ქორწინების დროს საოჯახო საქმეების შესრულებისთვის 50 000 იუანი უნდა გადაუხადოს, რაც დაახლოებით, 7 700 დოლარია.

როგორც BBC წერს, სასამართლოს ჩანაწერებით ირკვევა, რომ მამაკაცმა ცოლთან განქორწინება გასულ წელს მოინდომა. წყვილმა 2015 წელს იქორწინა. ქალს თავიდან არ სურდა ქმარს დაშორებოდა, თუმცა შემდეგ დათანხმდა, ფინანსური კომპენსაცია მოითხოვა და ამტკიცებდა, რომ ქმარი მონაწილეობას საერთოდ არ იღებდა სახლის საქმეების მოგვარებაში და არც ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ინაწილებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდა ერთჯერადად 50 000 იუანის გადახდისა, ყოფილ ქმარს ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 2 000 იუანის გადახდაც დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში შემოიღეს ახალი სამოქალაქო კოდექსი და სწორედ ამ კოდექსის გათვალისწინებით მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება. ახალი კანონის თანახმად, მეუღლე უფლებამოსილია კომპენსაცია მოითხოვოს განქორწინებისას, თუ ის მეტ პასუხისმგებლობას იღებს ბავშვის აღზრდაზე, ასევე მოხუც ნათესავებზე ზრუნვისა და საოჯახო საქმეების შესრულების თვალსაზრისით.

სოციალურ მედიაში ამ საქმეს მწვავე კამათი მოჰყვა. ზოგიერთმა აღნიშნა რომ 5-წლიანი მუშაობისთვის 50 000 იუანი ძალიან მცირე თანხაა.

"დიასახლისის საქმიანობა სათანადოდ არ არის შეფასებული, პეკინში წლის განმავლობაში მხოლოდ ძიძის ანაზღაურება სცდება 50 000 იუანს,“ - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

ზოგი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, მამაკაცებმა უფრო მეტი საოჯახო საქმე უნდა შეასრულონ. საზოგადოების ნაწილი კი ქალებს მოუწოდებს, ქორწინების შემდეგ განაგრძონ მუშაობა, იზრუნონ კარიერაზე და ყოველთვის ისწრაფვონ დამოუკიდებლობისკენ.

კვლევის მიხედვით, ჩინელი ქალები დღეში თითქმის 4 საათს ხარჯავენ საქმეში, რომლისთვისაც მათ თანხას არავინ უხდის. რაც შეეხება კაცებს, ისინი ქალებზე 2.5-ჯერ უფრო ნაკლებ დროს ხარჯავენ არაანაზღაურებადი საქმიანობისთვის.

აშშ-ში ექვსფეხა ლეკვი დაიბადა - "ის ნამდვილი სასწაულია“

"ქართველები მუდამ ერთმანეთის ღრღნაში იქნებიან..." - რუსული მედიის და ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავებაზე

"აშშ-ს აქვს რეალური ბერკეტები საქართველოში, ახლა მისი გამოყენების დროა... "შეშფოთება" კარგია მხოლოდ დასაწყისისთვის..." - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი