ავტორი:

"ქართველები მუდამ ერთმანეთის ღრღნაში იქნებიან..." - რუსული მედიის და ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავებაზე

"ქართველები მუდამ ერთმანეთის ღრღნაში იქნებიან..." - რუსული მედიის და ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავებაზე

"საქართველო ისევ აპროტესტებს და ბარიკადებს აშენებს - ამჯერად, მიხეილ სააკაშვილის მომხრე ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ, ის ციხეში მოხვედრისგან პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომამ იხსნა. როგორ აპირებს რესპუბლიკა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას?" - ამის გარკვევას ცდილობს გამოცემა РИА Новости სტატიაში, სახელწოდებით - "რატომ ჩავარდა საქართველოში მორიგი გადატრიალება".

ჟურნალისტი გალია იბრაგიმოვა წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები "ისევ მოსკოვის ხელზე" საუბრობენ:

"ქართული ოცნება" პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, რათა ადრე თუ გვიან საქართველო რუსეთს შეუერთოს, ამიტომ მე მზად ვარ ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიო სპეცრაზმს, რომელსაც ჩემს დასაკავებლად გამოგზავნიან" - აცხადებდა მელია დაკავებამდე და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, უკანონოს უწოდებდა" - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მელიას პარლამენტზე შტურმში ადანაშაულებდნენ საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის დღეს.

Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა წერს, რომ ნიკანორ მელიას დაკავების გამო, დასავლელმა პარტნიორებმა შეშფოთება გამოთქვეს:

"ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ დასავლეთში გაურკვევლობა გამოიწვია - ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, აცხადებს, რომ შოკირებულია თბილისში განვითარებული პროცესებით და ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ფაქტია, რომ საქართველოში პროცესები მოსალოდნელზე უჩვეულოდ ვითარდება, საინტერესოა, როგორ წარიმართება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია" - წერს გამოცემა.

"წიწაკის სპრეისა და სპეცრაზმის თანხლებით დაკავებული ოპოზიციის გავლენიანი ლიდერი" - ასე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავებას კიდევ ერთი რუსული გამოცემა Эхо Москвы. გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ შექმნილი დაძაბულობა, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომამ დროებით განმუხტა, თუმცა, შსს-ს მელიას დაკავებაზე დიდხანს არ უფიქრია.

"სააკაშვილის მხარდამჭერი ოპოზიციური ძალის ლიდერი, ნიკანორ მელია დააკავეს. რა იქნება შემდეგ?" - ასე ეხმაურება გამოცემა Интерфакс ნიკა მელიას დაკავების ფაქტს. გამოცემის ცნობით, გირაოს გადახდის ვადა მელიას ამოეწურა. გირაოს თანხა კი, 40 000 ლარი იყო, რომელიც ოპოზიციის ლიდერმა არ გადაიხადა...

"ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარის დაკავებამ, რუს ინტერნეტმომხმარებლებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი წერს, რომ, დროა, რუსეთმა პატარა ქვეყნებისგან პოლიტიკური აქტიურობა ისწავლოს, რაც ცვლილებისთვის თუ არა, ხელისუფლების დათმობაზე წასაყვანად მაინც აუცილებელია. ნაწილი კი ირონიულად ხვდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს:

ბაიდენს კითხონ როგორ მართონ ქვეყანა, ან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუწეროთ მეთოდიკა, თორემ ისე გართულდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება

ქართველები მუდამ ერთმანეთის ღრღნასა და ერთმანეთთან ჩხუბში იქნებიან. ასეთი ნაციაა, ემოციური. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც დაივიწყებენ. ასე რომ, აჯობებს ჯერ ერთმანეთში გაერკვიონ

შეპყრობილი მიშიკო ყველას თავისკენ ექაჩება... ემიგრაციაში

ოჯახი მახინჯის და ქვეყანა "ნავალნების" გარეშე არ არსებობს

ქართველები თავიანთ "ნავალნიკებთან" ცერემონიებით არ გამოირჩევიან: გაზი შეუგდეს, წიხლებით ურტყეს და ციხეში გაუშვეს. აი, ესაა დემოკრატია - ამერიკელებისგან ისწავლეს

არ მჯერა, "ქართული ოცნების" პრორუსულობის, მაგრამ ფაქტია, რომ პატარა საქართველოს უკან დაბრუნების ეშინია და უკეთესი მომავლისთვის იბრძვის... ეს შეუპოვრობა დასაფასებელია, თუმცა, მეტი წინდახედულება და სიფრთხილე არ აწყენდათ

ასე დუღს პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში 30 წელია, მაგრამ თუ რუსეთიდან ჩასული ტურისტების ნაკადით გაზრდილ და შედარებით დასტაბილურებულ ეკონომიკურ სურათს არ ჩავთვლით, დიდი პროგრესი ქვეყანას არ ეტყობა, მით უფრო, დემოკრატიული კუთხით... ამას ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც, რომელიც ვითომ თავს არ ზოგავს ქვეყანაში რეალობა შეცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით მოცემულობა არ იცვლება. ეს არის ფაქტი, რომელიც ბევრ რამეზე მიანიშნებს...

ქართველებს მოთმინება და დათმობები არ ეხერხებათ, არც პოლიტიკაში, არც სხვა მხრივ, რაც კარგია. პუტინს ამდენს რომ ვუთმობთ, იმიტომ გვყავს მეფედ ამდენი წელია. მაგრამ ეს მუდმივი ქარტეხილები საქართველოს განვითარებად ეკონომიკაზეც აისახება. ასე რომ, ვერ გაიგებ, რომელი ჯობია...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს

"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?