ავტორი:

Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტიანი და უსაფრთხოა - კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი წარმატებული პრეპარატი

Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზაც ეფექტიანი და უსაფრთხოა - კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი წარმატებული პრეპარატი

ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელმა დაადგინა, რომ ფარმაცევტული გიგანტის, Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხოა. როგორც BBC წერს, მარეგულირებლის დასკვნა ეს გზას უხსნის მას, რომ გახდეს მესამე ვაქცინა, რომლის გამოყენებასც აშშ-ში დაუშვებენ. სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ვაქცინა იქნება Pfizer-ისა და Moderna-ს ეფექტიანი ალტერნატივაა. ასევე, კარგი ამბავი ისაა, რომ მას არ სჭირდება შესანახად სპეციალური საყინულე და შენახვა მაცივარში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ვირუსისადმი საკმარისი დაცულობის მისაღებად აღნიშნული ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისი იქნება.

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ცნობით, ვაქცინა ამცირებს კორონავირუსით როგორც სიმპტომურ, ასევე მძიმე დაავადებას. შესაბამისი კვლევებიჩატარდა აშშ-ში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში. თუმცა საყურადღებოა ის, რომ ე,წ, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამების მიმართ ამ ვაქცინასაც უფრო ნაკლები დამცველობა აქვს.

კომპანია Johnson & Johnson-ის ცნობით, გლობალური მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში 44 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, საერთო ჯამში მან 66%-იანი ეფექტიანობა, დაავადების მძიმე ფორმის თავიდან აცილების კუთხით კი 85%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ამასთან, ვაქცინაციის შემდეგ სამ პირს მწვავე გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა, თუმცა შემთხვევების ანალიზს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის საკითხი არ დაუყენებია, რაც ხელს შეუშლიდა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის გაცემას.

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება - Bloomberg-ი ბოლო მონაცემებით

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

"სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელსაც რუსეთი მართავს, ერთი ნაბიჯია დარჩენილი" - სომხეთში კრიზისი მწვავდება, ფაშინიანმა, შესაძლოა, ძალოვანებზე კონტროლი დაკარგოს