ავტორი:

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება - Bloomberg-ი ბოლო მონაცემებით

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება - Bloomberg-ი ბოლო მონაცემებით

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 236.5 მილიონამდე ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 4.6 წელი დასჭირდება.

ყველაზე მეტი - 72 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა. მე-2 ადგილზე ჩინეთია 40.5 მილიონი ვაქცინირებულით.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 7.9 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 88 ვაქცინირებულს ნიშნავს.

ისრაელის შემდეგ პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია, სადაც მოსახლეობის 55% აიცრა. მათ აშშ, ჩილე, მაროკო და თურქეთი მოჰყვებიან.

"ვიწვევ ოპოზიციას, მოდით, წავიდეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით" - ნიკოლ ფაშინიანი

სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სომხეთის პრემიერმა რუსულ "ისკანდერებთან" დაკავშირებით უკან დაიხია -  კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ნიკოლ ფაშინიანი შექმნილ კრიზისს?