ავტორი:

"თოვდა და თბილისს ებურა თალხი" - აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ტრაგიკულ 25 თებერვალს იხსენებენ და კოლაუ ნადირაძის ლექსს კითხულობენ

"თოვდა და თბილისს ებურა თალხი" - აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ტრაგიკულ 25 თებერვალს იხსენებენ და კოლაუ ნადირაძის ლექსს კითხულობენ

აშშ-ის საელჩო საქართველოში 1921 წლის ტრაგიკულ 25 თებერვალს იხსენებს. საელჩო აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სპეციალური განცხადების გარდა, რომელსაც ელჩი კელი დეგნანი გვთავაზობს, საელჩოს თანამშრომლები კოლაუ ნადირაძის ლექსს კითხულობენ:

"დღეს 100 წლისთავი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც 1921 წელს კრემლის მიერ გამოგზავნილმა არმიამ დაიპყრო დამოუკიდებელი საქართველო. საბჭოთა ჯარების შემოჭრა იყო სამშვიდობო შეთანხმების უტიფარი დარღვევა, რომელსაც თბილისის მთავრობამ ერთი წლით ადრე მოაწერა ხელი მოსკოვში.

იმ სევდიანი დღის მოსაგონრად ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, ჩემი კოლეგები, ერთად წაიკითხავენ კოლაუ ნადირაძის ლექსს, "25 თებერვალი".ლექსი 1985 წელს გამოქვეყნდა, თუმცა იგი აღწერს იმ დღის ტრაგედიას, როდესაც მოსკოვმა ქართველებს წაართვა დამოუკიდებლობა და როდესაც მათი ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთეს.ლექსი შემზარავი სიცხადით აჩვენებს საბჭოთა პერიოდში ამაყი ქართველი ხალხისთვის კრემლის მმართველობის ქვეშ ცხოვრების სიძნელეებს.დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - ამბობს კელი დეგნანი.

ნახეთ ვიდეო:

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ოპოზიციას არჩევანი აქვს გასაკეთებელი საით არიან - საქართველოსკენ, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ" - "ქართული ოცნების" დეპუტატი

"როგორც იტყვიან, "მეგობარი გასაჭირში იცნობაო“ - რას აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოსთვის ვაქცინების უსასყიდლოდ გადაცემაზე