ავტორი:

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები

ამერიკელი სპორტსმენი, ტაიგერ ვუდსი მსოფლიოში გოლფის ყველაზე ცნობილი და წარმატებული მოთამაშეა, რომელსაც სრულიად სამართლიანად უწოდებენ გოლფის ლეგენდას. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენია მსოფლიოში და წლების განმავლობაში შესაბამის სიაში პირველ ადგილსაც კი იკავებდა.

გარდა კარიერული წარმატებისა, ვუდსი ცნობილია სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობებით, სიმდიდრისა და ფუფუნების საგნებისადმი სიყვარულით, ასევე ავტოავარიებით, რომელთა გამოც სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში.

სულ რამდენიმე დღის წინ, 23 თებერვალს ვუდსს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა. ლოს ანჯელესში, დილის 07:00 საათზე ავტომობილით ხევში გადაიჩეხა. მანქანა იმდენად დაზიანდა, რომ სპორტსმენი პოლიციელებმა ავტომობილის საქარე მინიდან გადმოიყვანეს.

"სპორტსმენი ყველაზე მშფოთვარე ცხოვრებით" - ასე ახასიათებენ მას მედიაში. ტაიგერ ვუდსის ცხოვრებას თან ახლავს არაერთი დაცემა, თუმცა ის ყოველთვის ახერხებს წამოდგომას და სპორტში ახალი მწვერვალების დაპყრობას. ოთხი წლის განმავლობაში მას ზურგზე ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ციხეში მოხვდა - ყველაფრის მიუხედავად, 2020 წელს სპორტს დაუბრუნდა.

სპორტსმენი გატაცებულია მდიდრული იახტებით

ტაიგერ ვუდსის მთავარი მისწრაფება იახტები, ვერტმფრენები, მეგა სასახლეები და ასევე ვიდეოთამაშებია და ეს არის ის, რაშიც სპორტსმენს ფული არ ენანება. მისი ყოველწლიური შემოსავალი 100 მილიონს აღემატება, თუმცა 2020 წელს შედარებით შემცირდა და 60 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხას ვუდსი მხოლოდ გოლფის ტურნირების მოგების წყალობით არ გამოიმუშავებს. მას აკავშირებს მაღალანაზღაურებადი კონტრაქტები სხვადასხვა სპორტულ კომპანიებთან, მაგალითად, Nike-თან.

ტაიგერ ვუდსი მდიდრული ავტომობილების კოლექციის მფლობელია

გოლფის ვარსკვლავი დაქორწინებული იყო ნორვეგიელ მოდელზე ერინ ნორდეგრენზე. წყვილმა 2004 წელს იქორწინა და ორი შვილი ჰყავთ - გოგონა, სემი და ვაჟი, ჩარლი.

ტაიგერ ვუდსის ყოფილი ცოლი და შვილები

წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რადგანაც ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენი ცოლს ღალატობდა. 2010 წელს წყვილის ოფიციალური განქორწინება შედგა. სპორტსმენის პირად ცხოვრებაში არაერთი ქალია, რომლებთანაც ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობით შემოიფარგლება ხოლმე.

ტაიგერ ვუდსის სასახლე ფლორიდაში

ტაიგერ ვუდსი, როგორც აღვნიშნეთ, ცნობილია ავტოავარიებით. პირველად 2009 წელს მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ავტომობილით საკუთარ სახლთან ხეს შეეჯახა. სპორტსმენი მძიმე მდგომარეობაში იყო. თვენახევარი კლინიკაში მკურნალობდა. საბოლოოდ, გამოჯანმრთელდა და სპორტს 2010 წელს დაუბრუნდა, შემდეგი ავარია 2017 წელს მოხდა, ის ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, პოლიციას არ დაემორჩილა და დიდი სისწრაფით მოძრაობდა. ბოლოს მანქანას ძრავა დაუზიანდა და ერთ-ერთ გზატკეცილზე ავარიულად გაჩერდა. როდესაც პოლიციამ იპოვა, სპორტსმენს მანქანაში ეძინა. ყოველივეს შემდეგ ვუდსი დააკავეს.

რაც შეეხება 23 თებერვალს მომხდარ ავარიას, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სპორტსმენი არც ალკოჰოლის და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმედაა შეფასებული.

მედიაში ავტოავარიის ამსახველი ფოტოები ვრცელდება, სადაც უკიდურესად დაზიანებული მანქანაა ჩანს და საზოგადოების გაკვირვებას იწვევს, თუ როგორ გადაურჩა ვუდსი მორიგ, მძიმე ავარიას.

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

ტეხასელები ამტკიცებენ, რომ ბილ გეითსმა ხალხს ყალბი თოვლი მოუვლინა - სოციალური ქსელები შეთქმულების ახალმა თეორიამ მოიცვა