ავტორი:

"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე

"უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი" - მეუფე იაკობი ნიკა მელიაზე

როგორც სიტუაციამ გვიჩვენა, ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერ სერვანტესი,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განვითარებულ პროცესებს, მეუფე იაკობი არ ფიქრობს, რომ ახლა ქუჩაში მასშტაბური აქციები იმართება.

მეუფე იაკობი კიდევ ერთხელ სთავაზობს მხარეებს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს დაელაპარაკებიან და შეთანხმებას შეძლებენ.

„ვთავაზობდი ხშირად, რომ ეკლესია ყოფილიყო ის ადგილი, ხომ არ ვეუბნებოდით, რომ ფასილიტატორებთან შეეწყვიტათ ურთიერთობა. მოსულიყვნენ ჩვენთან რომ შერიგებულიყვნენ, რომ ადამიანურად როგორც ქართველი ქართველს დაელაპარაკონ.

აი დაიჭირეს მელია. ჩემი აზრით, თუ დაჭერა უნდოდათ, ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ დაეჭირათ. დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერეც, სამაჯური რომ მოისროლა, იმის მერეც. ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, ფიქრობდნენ, რომ მთავარია უცხოეთში დასაყრდენი იპოვონ, სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში დასაყრდენი გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს. იმას არ ვამბობ, რომ მთავრობას აქვს და ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, მერე პარლამენტარებს არ უნდა გაეკეთებინათ ეს, არც 88 კაცს უნდა მიეცა ყველას ხმა, სინოდში არის ხოლმე განსხვავებული აზრი და პარტიაში როგორ უნდა ჰქონდეს ყველას ერთი აზრი, მერე სასამართლო იყო. გარედან როცა უყურებ პროცესებს, ცოტა ცუდად ჩანს. „ვერ დამიჭერთ, ვერ დამიჭერთო“, სხვებიც გამოდიოდნენ და „არ გაგატანთ, აბა მოდითო“, მოხდა ისე რომ მივიდნენ. კარგად ვნახე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი გარბოდა იქიდან და დაიჭირეს მელია. პროკურატურამ ახლა თქვა და ესეც ცოტა გაურკვეველი იყო ჩემთვის, თუ გადაიხდის გირაოს გავუშვებთო, ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის როგორ შეხედავენ, ლიდერად შეხედავენ? ხომ არ შეხედავენ ლიდერად. ასე რომ ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა რაღაცა, როგორც სიტუაციამ გვიჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც ნელსონ მანდელა და მით უმეტეს, ვერ სერვანტესი. როგორც ყოველთვის არც ერთი ლიდერი არ დაზიანდა ამ დაკავების დროს, ისევე როგორც 20 ივნისს. ეგ არის მასშტაბური აქცია? უცხოეთი ცოტა ხანში მოჰკითხავს ამათ, თუ არ გადაიხდის მელია, უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, არ შეხედავენ ასე, ვიცი ამერიკაც როგორ უყურებს და ევროპაც როგორ უყურებს. მოვიდნენ და დავილაპარაკოთ, დიდი შერიგება მოხდეს, ისე არაფერი არ გამოვა. მასშტაბურ აქციებზე ვერ გადავა საქმე, იმიტომ რომ ხალხის განწყობა ვიცი“, - აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ტექნიკური უნივერსიტეტი უნიკალურ პროექტში − „ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორიაში“ ჩაერთო

"იმ დილით მითხრა, არ გინდა ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურად დავარეგისტრიროთო. ესეც მისი წინათგრძნობა იყო..." - რას ჰყვება ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მათი სიყვარულის ისტორიაზე?

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში