ავტორი:

"თქვენ მარტო არ ხართ" - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს

"თქვენ მარტო არ ხართ" - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. საოკუპაციო ხაზთან მან განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თვალით მენახა ადგილზე არსებული სიტუაცია. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საკითხში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად შეინარჩუნონ სტაბილური ვითარება ადგილზე.

ჩვენ ვიცით, რომ ვითარება არის საკმაოდ კომპლექსური და რთული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

დღეს დილით მქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, საღამოს მექნება შეხვედრები სხვა პოლიტიკურ აქტორებთან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავამყაროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ასევე მნიშვნელოვანია, დაინერგოს საჭირო რეფორმები, რეფორმები, რომლებიც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის. კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ასევე ამბიციური ეკონომიკური გეგმის განვითარება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის. საქართველოში, ევროპაში და ყველგან მსოფლიოში ჩვენ ვიმუშავებთ გაჯანსაღების სტრატეგიაზე, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ჩვენ შევეცდებით ასევე ვითამაშოთ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის მიმართულებით, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ძალიან კონკრეტული სოლიდარობა“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას" - ნათია თურნავა "ნამახვანჰესზე"

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელსაც შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის აგზავნის