ავტორი:

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას" - ნათია თურნავა "ნამახვანჰესზე"

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას" - ნათია თურნავა "ნამახვანჰესზე"

დღეს, აუცილებლად ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჰიდრო რესურსის განვითარება საქართველოსთვის,- ამის შესახებ ჟურნალიტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში ჰესების თემაზე ჩანიშნულ სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მინისტრის თქმით, პირველი რიგის ამოცანაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები უკეთ გადაწყდეს „ნამახვანიჰესის“ პროექტის ფარგლებში.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, მე და ლევან დავითაშვილს დაწყებული გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და ზოგადად ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან. შევხვდით ცაგერის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, ასევე ჩავედით უშუალოდ ხეობაში და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შევხვდით.

დღეს აქ გვექნება საგნობრივი დისკუსია, ამ დისკუსიას კვლავაც ღია ფორმატში გავაგრძელებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები უკეთ გადაწყდეს „ნამახვანიჰესის“ პროექტის ფარგლებში და ამ თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ვამზადებთ, რომელიც გამოიხატება პროექტის მომზადებასა და ზედამხედველობაში უფრო ფართო ჩართულობით, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის.

ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას და დღეს, აუცილებლად ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჰიდრო რესურსის განვითარება საქართველოსთვის იმისთვის, რომ საქართველოს მზარდი ეკონომიკა იმპორტზე არ იყოს დამოკიდებული და დამოუკიდებელი და ძლიერი ეროვნული ეკონომიკა გვქონდეს“,-აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

"ოპოზიციას არჩევანი აქვს გასაკეთებელი საით არიან - საქართველოსკენ, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ" - "ქართული ოცნების" დეპუტატი

"როგორც იტყვიან, "მეგობარი გასაჭირში იცნობაო“ - რას აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოსთვის ვაქცინების უსასყიდლოდ გადაცემაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი