ავტორი:

სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა - ადგილზე სახანძროს 14 ეკიპაჟი იმყოფება

სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა - ადგილზე სახანძროს 14 ეკიპაჟი იმყოფება

სამგორის რაიონში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს გაუჩნდა.

მათივე ცნობით, ადგილზე 14 ეკიპაჟი მუშაობს.

"სამგორში ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად. დაშავებული არავინ არ არის, 14 ეკიპაჟი მუშაობს“, - აცხადებენ უწყებაში.

აჭარაში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

რუსთავში, ოჯახის 5 წევრი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა

ახალციხეში ქალი გარდაცვლილი იპოვეს