ავტორი:

"მისი "გულის წასვლები", ვინ მეტჯერ გამოჩნდა ტელევიზიაში, არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია" - ბურჯანაძე ჩარკვიანზე

"მისი "გულის წასვლები", ვინ მეტჯერ გამოჩნდა ტელევიზიაში, არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია" - ბურჯანაძე ჩარკვიანზე

თაკო ჩარკვიანს პერიოდული შემოტევები ახასიათებს, რაც სამწუხაროა, - ასე პასუხობს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, თაკო ჩარკვიანის მიერ მასთან და გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „გულის წასვლები იმაზე, თუ ვინ რატომ ჩანს აქტიურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ძალიან არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია“.

„არაფერი მომხდარა. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს ახასიათებს პერიოდული შემოტევები, რაც ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროა, რომ ის აჰყვა ნაცვლიშვილის და რამიშვილის „პოსტ ტვ"-ს ნარატივს.

იმდენად ემოციურად უსმენს ჩემს გამოსვლებს, ეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ უჭკუო ქალი არ არის, არასწორად გამოაქვს დასკვნები. მე არსად მითქვამს, რომ ის პარლამენტში შესვლას აპირებს. ის დაადგა ელისაშვილ - „გირჩის“ გზას იმ მიმართულებით, როდესაც ელისაშვილი და „გირჩი“ პირდაპირ ურტყამდნენ, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ამით ცდილობდნენ ოპოზიციის ერთობის დარღვევას.

ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, ასეთი განსაცდელი არ გვქონია არცერთი ხელისუფლების დროს. ჩვენ გვყავდა ხელისუფლებები, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს, ბევრი შეცდომა დაუშვეს. ახლა გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ქვეყანა ჭაობში მიჰყავს. ახლა იმაზე გულყრები, ვიღაცა ბრძოლაში წინ წავიდა, ვიღაცა ბრძოლაში უფრო აქტიურად ჩანს, ვიღაც დარბევის დროს ჩანს და არ ჩანს, ძალიან სასაცილოა.

მოდი, ყველა შევეჯიბროთ ერთმანეთს, ვისაც მეტი შეგვიძლია, ის გავაკეთოთ. გულის წასვლები იმაზე, რომ ვინ მეტჯერ რატომ გამოჩნდა ტელევიზიაში, ვინ რატომ ჩანს აქტიურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ძალიან არასერიოზულია, მითუმეტეს იმ ხალხისგან, ვისაც თავი ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც ძველი თაობის პოლიტიკოსების გვერდზე გაწევასა და ასპარეზის ახალი სახეებისთვის დათმობაზე საუბრობს. როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, „პოლიტიკა ფეხბურთი არ არის, 18 წლის ფეხბურთელმა რომ უკეთ ითამაშოს, ვიდრე 70 წლის პელემ“.

„ახალგაზრდობა ძალიან კარგია პოლიტიკაში, მივესალმები. ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ნამდვილად არ ვთვლი, რომ ახალგაზრდების ძალა თვითკმარია იმისთვის, რომ ქვეყანა ასეთი კრიზისებიდან გამოიყვანოს.

პოლიტიკა არ არის ფეხბურთი, 18 წლის ფეხბურთელმა რომ უკეთ ითამაშოს, ვიდრე 70 წლის პელემ. პოლიტიკა-პოლიტიკაა. ჩემს ასაკში ნორმალურ ქვეყნებში პოლიტიკაში მოდიან, არათუ მიდიან. როცა ლაპარაკია ახალგაზრდა ლიდერებს ხელს ნუ შევუშლით, ისევ სპორტს შევადაროთ პოლიტიკა - სარბენ ბილიკზე ვინ გაასწრებს? ვინც მაგარია ხომ, ასაკის მიუხედავად - ასეა პოლიტიკაში. თუ ლიდერი ხარ, ვერავინ დაგიდგება წინ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს და გიგა ბოკერიას „პოლიტიკურ გვამებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი „აქციებით გაცოცხლებას ლამობენ“.

"ვისაც რა დოზით უნდა, იმ დოზით გამოჩნდეს ტელევიზიით, მაგრამ არა ოკუპაციაზე და კორუფციაზე სასაუბროდ. როდესაც ჩვენ ერთად ვსხედვართ, მას აქვს უფლება, ილაპარაკოს იმ ერთი შეთანხმების გამო, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია - ხალხს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, - განაცხადა დღეს თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ოპოზიციის აქციებზე ბევრი ადამიანი ერთობაში ნინო ბურჯანაძის ყოფნის გამო არ მიდის, ჩარკვიანი აცხადებს, რომ ხალხი ამას პირდაპირ ამბობს: „გვაჩერებენ, გვირეკავენ და გვეუბნებიან ამას“. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ჩარკვიანი მასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ „გაცხარებული კამათი იყო“.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი სასაცილო არ უნდა გახადონ, რათა ხალხმა დაუჯეროთ.

„შეუძლებელია, პოლიტიკაში მობრუნება გინდოდეს და გაანალიზებული არ გქონდეს. ბოკერიას არ აქვს გაანალიზებული, რომ დარბევა არის 20 ივნისს თვალების დათხრა, მაგრამ დარბევა არის 7 ნოემბერიც და 26 მაისიც. ამ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც ამბობს, რომ ხალხის დარბევა ამ ფორმით საერთოდ არ შეიძლება. რატომ შეიძლება მომხდარიყო მათი ტანდემი? იმიტომ, რომ არცერთს არ აქვს გაანალიზებული. ბურჯანაძეს აქვს ნათქვამი, რომ 9 ნოემბერს სახელმწიფო შედგა და სახელმწიფომ თავი დაიცვა, მაინტერესებს 26-ში შედგა სახელმწიფო, როდესაც მისი მიტინგი დაარბიეს? ამიტომ ნუ ვთამაშობთ - ვიბრძოლოთ ოკუპაციის წინააღმდეგ.

ნიკა მელიამ განახლებული გუნდი რომ მოიყვანა, სადმე დაინახეთ? მიკროფონთან ვინმე მიუშვა? იცით ვინ აკეთებს ამას? ეს ქალბატონი, ბოკერიათი. როდესაც შენ მფარველობ რუსულ ვექტორს, იმის ფასი, ვინც დასავლეთის მომხრეა, კაპიკია. მე იქ ძალიან გამიჭირდა დაჯდომა, ვექტორალურად რადგან ღირებულებების აზელვას მარცხი მოაქვს.

ჩვენსა და ბურჯანაძეს შორის კი არაფერი ხდება, საქართველოს და რუსეთს შორის ხდება. სასაცილო არ უნდა გავხადოთ პროცესი, რომ ხალხმა დაგვიჯეროს. შეიძლება, რომ 1 ლარად სახელმწიფო ქონების წამღებმა ქალბატონმა მიტინგზე ახალგაზრდებს კორუფციაზე ესაუბროს, განა დაგიჯერებს ის ახალგაზრდა?“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"გადმოპორტირებული გყავთ ადეიშვილის მოადგილე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში" - თაკო ჩარკვიანი "ქართული ოცნების" წევრებს

"თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ - ეს ხომ იდიოტიზმია?!" - შს მინისტრი