ავტორი:

ჭიათურაში დაკარგული 24 წლის კახა კახიანი გარდაცვლილი იპოვეს

ჭიათურაში დაკარგული 24 წლის კახა კახიანი გარდაცვლილი იპოვეს

24 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ჭიათურაში ოჯახის წევრები 27 თებერვლიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 24 წლის კახა კახიანი, რომელიც ჭიათურაში გაუჩინარდა, მცხეთაში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მას სავარაუდოდ, მანქანა დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) დაიწყო.

გარდაბანში აფეთქების შედეგად, 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ

სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა - ადგილზე სახანძროს 14 ეკიპაჟი იმყოფება

აჭარაში, ზღვაში ახალგაზრდა კაცს ეძებენ