ავტორი:

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ" - აფხაზი ექსჩინოვნიკის სადღეგრძელო ქართველებთან შერიგებაზე და ვიზიტი, რომელმაც სოხუმში მწვავე პროტესტი გამოიწვია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მთელი დღეა აქცია ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწის საქმესთან დაკავშირებით იმართება. სოხუმის ცენტრში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა და ბენურ კვირაია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ინვესტიციების მოსაზიდად გადმოსვლის გამო "ერის ღალატში" დაადანაშაულა.

კვირაია უკანდახევას არ აპირებს და ადგილობრივ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ "საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად იმყოფებოდა, წასვლას კიდევ გეგმავს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის..."

Sputnik-თან საუბარში, კვირაია ამბობს, რომ მან დაკავებული თანამდებობა "პრეზიდენტის" მითითებით დატოვა, რის შემდეგაც საქართველოში, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში, მის საკუთრებაში არსებული შპს-ს Скурча-ს ბიზნეს საქმეებთან დაკავშირებით ჩაფრინდა.

"ეს ჩემი კერძო ვიზიტი იყო ქართველ მეგობრებთან, ხელისუფლებიდან არავისთან არ შემითანხმებია და არც ჩამითვლია საჭიროდ... დიახ, კიდევ წავალ, რადგან ჩემს სამშობლოში ინვესტიციები მოვიზიდო. მინდა პორტის აშენება, დიდი სასტუმროები, რათა აფხაზეთში დიდმა ფულმა იტრიალოს, რათა ჩემი ხალხი, თავს დამცირებულად კი არ გრძნობდეს, ღირსეულად ცხოვრობდეს... მე ომგამოვლილი ვარ, 1989 წლიდან აფხაზეთის გამათავისუფლებელ მოძრაობაში ვარ ჩართული, ყველა სამხედრო ოპერაციაში ვმონაწილეობდი, ჯერ კიდევ ომამდე, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, ჩემი სამშობლოს აყვავებაში ჩემი წვლილი შევიტანო" -_ განაცხადა მან.

რაც შეეხება "სკურჩას", რომლის გარშემო სკანდალი ატყდა, ის ოჩამჩირეში ტბა არის, რომელიც არხით შავ ზღვას უკავშირდება და ტბაში პორტის მოწყობასთან დაკავშირებით წლებია აფხაზეთში სხვადასხვა ძალებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, რადგან ტბაზე საკონტეინერო, ლოჯისტიკური პორტის მშენებლობის პოტენციალი არსებობს. ბენურ კვირაია მის მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს მოუწოდებს, აუხსნას, რატომ, რა მოტივით უწოდეს მოღალატე, როდესაც მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იციან.

"მოვუწოდებ იმ პარტიებს (კვირაია რადიკალურად განწყობილ პარტიას "არუაას" გულისხმობს) ამიხსნან, რისთვის ატეხეს ეს ხმაური. მათ აქვთ რაიმე პროგრამა, რის მიხედვითაც გაჯანსაღდება ჩვენი ეკონიმიკა, ან გაუმჯობესდება სოციალური პროგრამები, რომელიც ჩვენს ქალებსა და ბავშვებს უკეთეს პირობებს შესთავაზებს? თუ მთელი ცხოვრება რუსეთის დოტაციაზე უნდა ვიყოთ?.. მე ერთადერთი ვარ, ვინც საქართველოში ჩავიდა თუ კიდევ უამრავი ადამიანი გვყავს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ცნობისთვის, მხოლოდ გასულ წელს 5 ათასი ადამიანი იმყოფებოდა საქართველოში სამკურნალოდ" - ამბობს კვირაია.

აფხაზი ბიზნესმენის ცნობით, ის ქართულ მხარეს ადგილობრივ მეგობარ ბიზნესმენთან იყო ჩასული, რომელიც საქართველოში, საქმიანი ვიზიტით ჩამოფრინდა.

"თავისუფალი სავაჭრო ზონა ნიშნავს, თავისუფალ და დამოუკიდებელ ეკონომიკას, ინვესტიციებს, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს... სწორედ ამისთვის ვიბრძოდი, ამისთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის არმიის რიგებში და ამისთვის ვწვრთნით ჩვენ სპეცრაზმს... მინდა აფხაზეთი იმაზე უკეთესად ცხოვრობდეს, ვიდრე დღეს, სახლში მშვიდობა გვქონდეს, ბავშვები კარგ განათლებას იღებდნენ და მასწავლებლებს მაღალი ხელფასი ჰქონდეთ. მე არც ერთ პარტიასა და მოძრაობას არ წარმოვადგენ..." - ამბობს კვირაია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც კვირაია გულითად ქართველ მეგობარზე საუბრობს, დასძენს, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს... მისი თქმით, ომში იბრძოდა, მაგრამ ქართველ ხალხთან ურთიერთობების დალაგებაა საჭირო.

"აფხაზეთის ეკონომიკა" - ასეთი ფორმულირება უკვე სასაცილოა. როდემდე უნდა იცხოვროთ ილუზიებში, შეგახსენებთ, რომ დენი არ გაქვთ ბოლო რამდენიმე თვეა და თქვენი ავადმყოფები სამკურნალოდ ხან რუსეთში დარბიან, ხანაც საქართველოში..." - წერს abkhaz.aut-ს "ფეისბუქგვერდზე" ლიანა სოტნიკოვა.

"კვირაიას საქმეში მოღალატეობრივს ვერაფერს ვხედავ. მოღალატე ის უფროა, ვინც მუდმივად ჩასაფრებული პოზიციიდან უტევს ყველა იმ ადამიანს, ვინც განვითარების რამე გზას გვთავაზობს, მართლაც როდემდე ვიყოთ რუსეთის დოტაციაზე დამოკიდებული. ვაფასებ მის სიმამაცეს, თქვას ის, რასაც ფიქრობს. ისინი გვიშლიან ხელს, ვინც თავის ჯიბეში ილაგებს ფულს და ხალხზე არ ფიქრობს, დავიღალეთ. რით ვერ გაიგეთ, რომ წინსვლა გვინდა..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ნასტია აჟიბა.

"არ გვინდა გამყიდველების ბიზნესი და შემოსავლები... ამხელა ბუნებრივი რესურსი აქვს ჩვენს ქვეყანას, რატომ არ შეიძლება მისი გამოყენება, მაინცდამაინც საქართველოში უნდა გაიქცეთ ფულის შემოსატანად?.." - კითხულობს ანა ავიძბა.

"აფთრებივით გამოცვივდნენ და ეცნენ, არიქა, რაღაც სწორი გზა არ გამოძებნოს და ხალხს თვალი არ აუხილოსო... რამდენი წელი იყვნენ თავად ხელისუფლებაში. სასახლეები აიშენეს, ბიზნესები მოიწყვეს. ხალხი მშიერი იყო. დაგვღალა თქვენმა ცრუ პატრიოტიზმმა. კვირაიას ქვებით ჩასაქოლი არაფერი გაუკეთებია, აცადეთ, გვაცადეთ ცხოვრება..."- წერს იულია ბაზბა.

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი