ავტორი:

"ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას... თავის ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატარა" - რას წერს ექიმი რუსულ ვაქცინაზე

"ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას... თავის ხალხზე ექსპერიმენტი ჩაატარა" - რას წერს ექიმი რუსულ ვაქცინაზე

"რუსეთმა პირდაპირი მნიშვნელობით თავის ხალხზე ჩაატარა ექსპერიმენტი, არცერთი ჭკუადმყოფელი არ ენდობა მათ მიერ წარმართულ ვაქცინაციის პროცესს, შესაბამისად არც მათ ვაქცინებს" - ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე წერს:

"რადგან რუსული და ჩინური ვაქცინის თემამაც გაიჟღერა „სულ არაფერს ხომ ჯობიას“ და „თუ ლოდინი არ გვინდა, ესენი იყოს“ მიზეზით, ჩემს აზრს დავაფიქსირებ - რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ პირდაპირი მნიშვნელობით თავის ხალხზე ჩაატარა ექსპერიმენტი; ასევე კარგად იციან, რომ არცერთი ჭკუადმყოფელი არ ენდობა პროცესს, შესაბამისად არც მათ ვაქცინებს, ამიტომ აქტიურად მუშაობენ მინიმუმ 2 ევროპულ მწარმოებელთან (ალბათ მეტთან) რომ „ჩერეზ“ მათი ფილტრით და მათთან თანამშრომლობით ჯანმოს ნებართვა მიიღონ, შემდეგ ჩვენთან რა ფორმულა შემოვა ღმერთმა იცის.

მე პირადად, როგორც რიგითი ექიმი, ჩემს მშობლებს ახლოსაც არ მივაკარებ ასეთი გზით შემოსულ ვაქცინას და ვამხელ ყველანაირად, როგორც შემეძლება. მთავარი, რაც ახლა, ჩემი აზრით, ქვეყნის შიგნით უნდა კეთდებოდეს არის აქტიური კამპანია, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ „უნდა აიცრა“-ს ძახილს. ადამიანების იმ ჯგუფს, რომელსაც გულწრფელი სკეფსისი აქვს, უნდა ავუხსნათ მათ შორის ისიც, რაც ჯერჯერობით არ ვიცით ვაქცინებზე და ისიც, რა რისკებს შეიცავს უვაქცინობა. ასევე, ვინ და რა სისტემაა პასუხისმგებელი, რომ მაგალითად ჩემს მართლა გმირ კოლეგას კახეთში ან აჭარაში, რომელსაც თავისი ნებით სურს აცრა, რიგში წინ არ ჩაუდგება რომელიმე გავლენიანი ან ფულიანი ჩინოვნიკი. ვაქცინაციის თემა ერთერთი ყველაზე სენსიტიურია ყველა საზოგადოებაში და ამიტომაც მარტივია მისით მანიპულირება და ხალხის კიდევ უფრო დაპირისპირება, მაგრამ პარადოქსულად შეიძლება მაკონსოლიდერებელიც აღმოჩნდეს, სწორი მართვის პირობებში", - წერს მამაუკა მაჩაიძე.

***

რუსეთმა "სპუტნიკ-V" ვაქცინის ავტორიზაცია მისი კლინიკური გამოცდის გადამწყვეტი ფაზების გავლის გარეშე, აგვისტოში გასცა. ამან გააჩინა სკეპტიციზმი და კითხვები პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩინეთმა კი საგანგებო გამოყენებისთვის მისი „სინოვაკის“ ვაქცინა ივლისში დაადასტურა. ეს მაშინ, როცა დასავლეთში დიდი ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც „ფაიზეირის“ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაციით გავრცელების ნებართვა, ბევრად მოგვიანებით, დეკემბერში მისცა.

ცოტა ხნის წინ, ცნობილ სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ნათქვამი იყო, რომ რუსული ვაქცინა 92 პროცენტით ეფექტურია. კვლევა, რუსეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული. კვლევის მიგნებები რუსულ ვაქცინას გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს. თუმცა, ეფექტურობის გარშემო შეკითხვებთან ერთად, რუსეთისგან ვაქცინის მიღებას, პოლიტიკური ასპექტებიც ერთვის თან. ის ეხმარება ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით რუსული რბილი ძალის გაძლიერებას, ანტი-დასავლურ განწყობებს და არგუმენტს აძლევს პრო-რუს პოლიტიკოსებს.

რუსეთის ვაქცინა უფრო აქტიურად გამოიყენება საზღვარგარეთ, ვიდრე ქვეყნის შიგნით. წარმოებული ვაქცინის დოზების დიდი ნაწილის, 400 მილიონის ექსპორტს გეგმავს ასევე ჩინეთიც. პეკინი ვაქცინას მის მოკავშირეებს, მაგალითად პაკისტანს და ისეთ ქვეყნებს გადასცემს, რომელთანაც უფრო ახლო ურთიერთობის დამყარებას ცდილობს, მაგალითად - სერბეთს. "სპუტნიკ-V" კი დაამტკიცეს ან ლიცენზიის შეთანხმება მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა არგენტინა, მექსიკა, ინდოეთი, ვენესუელა და ირანი (წყარო: "ამერიკის ხმა").

"არ შეიძლება პლებისციტზე დათანხმება - მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გამოვა, მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს" - სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"პირბადის ტარება აუცილებელია - უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვითარება გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ" - პრემიერი