ავტორი:

"გვაქვს ინფორმაციები, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამს" - მამუკა მდინარაძე

"გვაქვს ინფორმაციები, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამს" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ დათმობებზე წავა. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 6-პუნქტიანი დოკუმენტიდან, რაც ახლა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დათქმების შესრულების შემდეგ გაგრძელდება.

"ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს. როგორც ჩვენ ვამბობდით ამ დღეების განმავლობაში, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული ნაბიჯები, რაზეც შეიძება მსჯელობა.

კომპილაციური დოკუმენტი, რომელიც 6 სხვადასხვა პუნქტს შეიცავს არის სხვადასხვა საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამაზე მსჯელობა. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშე შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რაზეც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა“, - განაცხადა მდინარაძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა მთავრობის ოპონენტების ინსტრუმენტად არ ვიქცეთ" - რას ამბობს ბრაიზა ქართულ ოპოზიციაზე და რას - ხელისუფლებაზე?

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი უკვე საქართველოშია და 1-ლ შეხვედრას პრეზიდენტთან მართავს - როგორია კრისტიან დანიელსონის დღის წესრიგი