ავტორი:

გოგი წულაიამ "თავისუფალი საქართველო" დატოვა - რა გახდა პარტიიდან წასვლის მიზეზი?

გოგი წულაიამ "თავისუფალი საქართველო" დატოვა - რა გახდა პარტიიდან წასვლის მიზეზი?

პარტია “თავისუფალი საქართველო" გოგი წულაიამ დატოვა. წულაიამ დღეს პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ ბრიფინგზე წასვლის მიზეზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრძოლისთვის მეტი თავისუფლება სჭირდება.

წულაიას თქმით, აქვს ამბიცია, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის სამოქალაქო აქტიურობას დამოუკიდებლად უკეთ შეძლებს და შესაძლოა, შემდგომ რომელიმე პარტიაში გაერთიანდეს, ან საკუთარი პარტია ჩამოაყალიბოს.

"სიამაყით ვიხსენებ, იმ წლებს, როდესაც კახასთან ერთად ამ პარტიას ვაკეთებდი და ვიყავით ოპოზიციაში, მრავალი წელია ერთად ვიბრძვით. დადგა ის ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას, სრულ გამარჯვებამდე. მირჩევნია, როგორც გოგი წულაიამ ისე ვიბრძოლო სხვადასხვა პრობლემებზე. პარტიაში თავისუფლება იყო, მაგრამ მაქვს ამბიცია, რომ ცალკე უფრო მოვახდენ თავის რეალიზებას. შემდეგ შეიძლება ვიფიქრო, რამე პარტიის ჩამოყალიბებაზე, ან შესაძლოა, მიხილოთ, რომელიმე არსებულ პარტიაში" , - განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, ბრიფინგი პარლამენტის ყოფილ შენობასთან სიმბოლურად გამართა, რადგან თვლის, რომ პარლამენტის ადგილი ქუთაისშია.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში კვირის ბოლოს ბრუნდება - "დროა გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები..."

რას წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე"? - "საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა"

როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის განცხადებას მედიაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით?