ავტორი:

რას წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე"? - "საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა"

რას წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე"? - "საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა"

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "ტვიტერში" პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის განსასაზღვრად მუშაობს.

"დღეს მე განვაცხადე, რომ ვრჩები პოლიტიკაში. ამჟამად ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსასაზღვრად. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლის რეალური დღის წესრიგის შემუშავება" - წერს გახარია.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველად გამოჩნდა.

"გილოცავთ დაგვიანებით, მაგრამ თქვენს პროფესიულ დღეს. რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ.

რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა, დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

"მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე" - ირაკლი ღარიბაშვილი