ავტორი:

აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას მართავენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მსვლელობას მართავენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე

საქართველოს პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე "მოძრაობა საქართველოსთვის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა "ტელეკომპანია პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომა და მათი თანამდებობიდან გადადგომაა.

"მსვლელობა დაკავშირებულია გუშინდელ ჩანაწერებთან სადაც, ივანიშვილების ოჯახი კრიმინალურად მართავს ქვეყანას და მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება იმ ადამიანების დასჯას, ვინც ივანიშვილის ოჯახის წევრების მიმართ კრიტიკულად გამოირჩევა. ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას და ამ ქმედებების გამო პასუხი უნდა აგონ სამართლიანი სასამართლოს წინაშე. მივდივართ ივანიშვილის სასახლესთან, იმიტომ, რომ ყველანაირი ბოროტების სათავე არის ივანიშვილი და მისი ოჯახი.

ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც პრემიერ-მინისტრმა უნდა აგოს პასუხი იმ ძალადობის ორგანიზებისთვის, რის გამოც ადამიანებს ქვეყნიდან უწევდათ წასვლა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამიტომ, კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე და უნდა დასრულდეს მათი ყოფნა ხელისუფლებაში”, - აღნიშნა ,,მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალიკა კუპრავამ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"არ იჯერებს ხალხი "ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას და სააკაშვილის, უგულავას, ბოკერიას კდემამოსილებას" - მამუკა მდინარაძე

სამოქალაქო აქტივისტები "ავლაბრის" მეტროდან მანქანებით მსვლელობას აწყობენ - რა ხდება ამ წუთებში აქციაზე