ავტორი:

"წარმომიდგენია, ბერა რა ცუდად არის. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოვიკითხო ან რა ვუთხრა?" - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე?

"წარმომიდგენია, ბერა რა ცუდად არის. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოვიკითხო ან რა ვუთხრა?" - რას ამბობს ივანიშვილების ოჯახის ახლობელი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე?

"ტვპირველის" ეთერით გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერის მიხედვით, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქკომენტარების" გამო ახალგაზრდებზე განხორციელებულ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. ჩანაწერებში ასევე ფიგურირებს სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს 2011 წელს გაკეთებული ფარული ჩანაწერის ფაბრიკაციაა.

მომხდარის თაობაზე ვესაუბრეთ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მეგობარს ეკატერინე ჭიჭინაძე. რომელსაც არ სჯერა აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის და მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.

- ამ დღეებში ივანიშვილების ოჯახთან კონტაქტი არ მქონია, არ დამირეკავს და ვერც ვრეკავ. ისიც არ ვიცი, რა ვუთხრა... შესაბამისად, არ ვიცი მათი პოზიცია. რასაც ეს ტელევიზიები აკეთებენ, არის უპასუხისმგებლო საქციელი. ამას რომ ცუდი შედეგი მოჰყვეს, ვინ აგებს პასუხს? რამდენი შეიძლება ხალხმა ითმინოს? გული მერევა ასეთ ტელევიზიებზე, საერთოდ არაფერს ვუყურებ.

ჩანაწერი გინდ 4 წლის წინანდელი იყოს, გინდაც 20-ის, რა მნიშვნელობა აქვს, ამაზრზენია! მიზანი ისაა, რომ ზუსტად ვიცი, ოპოზიციას გულს უხეთქავს ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი, იციან მისი ხისტი პოზიცია და ეს აშფოთებთ და კიდევ აშფოთებთ ის, რომ ახლა მიდის ბრიუსელში, სადაც ბევრი რამ გადაწყდება. ეს აუდიოჩანაწერები ირაკლის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამავე დროს, ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს ახალგაზრდა ადამიანს - ბერას. ესენი ტელევიზიები კი არა, ტერორისტები არიან. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის ფალსიფიკაცია, შეკოწიწებული მასალაა.

ბერა არის ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, პატარა ბავშვივით სუფთა ბიჭია... ესენი თავის შვილებს არ უფრთხილდებიან და სხვისები სულ ფეხზე არ ჰკიდიათ? დედას გეფიცებით, შოკში ვარ... წარმომიდგენია, ბერა რა ცუდადაა. ისეთი ფაქიზი ფსიქიკის ადამიანი, როგორიც ბერაა, არც ვიცი, როგორ მოვიკითხო, რა გავაკეთო ან რა ვუთხრა? ეს არის არაადამიანური საქციელი. ამათ თავიანთი მერკანტილური სურვილების გარდა, არაფერი აინტერესებთ. წინა ინტერვიუსთვის ხომ მლანძღეს და ალბათ ახლაც გამლანძღავენ, მაგრამ რა ვქნა, არა უშავს, ბიძინას ლანძღავენ ეს უმადურები და მე ვინ ვარ, მლანძღონ, თუ უნდათ! აგური აგურზე არ დაუდიათ ამ უსაქმურებს და ამით ჰგონიათ, რეიტინგს მოიპოვებენ? პირიქით, ახლა თუ 3% აქვთ, მალე ნულზე დავლენ. წასულია ეს კაცი და თავი დაანებონ, თავებს და საქმეს მიხედონ, თუ რამე იციან.

და რა მოიგეს ამით? ჰგონიათ, ვინმეს სჯერა? თავის თავს ელაპარაკებიან და აჯერებენ მსგავს ამბებს. ყველაფერი ხომ გაირკვევა? წყარო და დაზარალებულები მოიყვანონ, რომ დავიჯეროთ. იმ ბიჭმა დაწერა, ჩემთან კი იყვნენ, მაგრამ არავინ დამმუქრებია, უბრალოდ, მთხოვეს, თავი შემეკავებინა, მე მართლა მივაყენე ბერას შეურაცხყოფაო. 13-14 წლის ბიჭებზეა ლაპარაკი, წარმოგიდგენიათ თქვენ? რა მოხდა მერე, ჩემი შვილის საქმეში სკოლაში მეც ჩავრეულვარ იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემს შვილს უსიამოვნება და ცუდი შემთხვეოდა...

მთლიანობაში ამ ჩანაწერის არ მჯერა. შეიძლება რაღაც ფაქტი იყო, არ ვიცი, მაგრამ აშკარად აბდაუბდა და შეკოწიწებული დიალოგია, ირაკლის ხმაც არ ჰგავს ირაკლისას. გვარამიას წამოსცდა კიდეც, - ეს "ტვპირველში" "გაკეთებული" რაღაც უბედურება რომააო... ასეთი სამარცხვინო მეთოდებით თუ იბრძოლეს, ამათგან ცოტა ხანში საერთოდ აღარაფერი დარჩება. ისეთ ასაკში ვარ, აღარ უნდა მიკვირდეს, მაგრამ მიკვირს და მაგიჟებს, სადამდე მიდის ადამიანების უტიფრობა. მასეთ ადამიანებთან შეხება არ მქონია და ამიტომ ვარ ალბათ ასეთი აღშფოთებული. მათთვის კი ალბათ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესია".

მეუფე სტეფანემ არქიმანდრიტი ათინოგენი ​სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, რამდენიმე სასულიერო პირს კი მღვდელმსახურება აუკრძალა

"ეპიდვითარება უარესდება - შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება - რას პასუხობს შსს ბრალდებას, რომ პოლიცია რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალს სპეცაპარატურით ახშობს