ავტორი:

"მფრინავი გემი 2" - ინგლისში კიდევ ერთი "ჰაერში მცურავი" გემი შენიშნეს: როგორ ხსნიან სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას

"მფრინავი გემი 2" - ინგლისში კიდევ ერთი "ჰაერში მცურავი" გემი შენიშნეს: როგორ ხსნიან სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას

ინგლისის სამხრეთით, სანაპიროზე კიდევ ერთი "მფრინავი გემი“ შენიშნეს. ამის შესახებ BBC წერს. გასულ კვირაში მსგავსი რამ კორნველში დააფიქსირეს, რასაც უიშვიათესი ოპტიკური ილუზია უწოდეს. ახლა კი ბრიტანელები უკვე მეორედ გახდნენ მსგავსი სანახაობის მოწმენი.

ინგლისელი სტივენ ლომასი ამბობს, რომ ის მანქანით სამსახურში მიდიოდა, როდესაც "მფრინავი გემი“ დაინახა, ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა და ფოტო ტელეფონით გადაუღო. მისი თქმით, დილის 07:30 საათი იყო, როდესაც მისი მზერა უჩვეულო სანახაობამ მიიპყრო. "ვფიქრობ, ეს მირაჟი იყო“, - ამბობს სტივენი.

როგორც მეტეოროლოგმა ჯენ ბართრამმა განაცხადა, ყოველივე უკავშირდება ე.წ. ზედა მირაჟს, რაც ტემპერატული ინვერსიითაა გამოწვეული, მეტეოროლოგი განმარტავს, რომ ტემპერატული ინვერსია გულისხმობს ჰაერის ტემპერატურის მატებას სიმაღლის ზრდასთან ერთად, ნაცვლად ჩვეულებრივი კლებისა.

ჯენ ბართრამის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა წყლის ზედაპირთან ახლოს ჰაერი უფრო ცივი და მკვრივია, ვიდრე მის ზემოთ არსებული მასა. შედეგად, სინათლის სხივების განსხვავებულად გარდატეხა ხდება და თვალიც გამოსახულებას განსხვავებულად აღიქვამს.

ეს ფოტო რამდენიმე დღის წინ, კორნველშია გადაღებული

ცნობისთვის, მსგავსი ფენონემენი დააფიქსირეს ერთი კვირის წინ კორნველში. ბრიტანელი დევიდ მორისის ყურადღება "ჰაერში მცურავმა" გემმა მიიპყრო. მეცნიერები განმარტავენ, რომ ზედა მირაჟი და მსგავსი სანახაობა არქტიკულ ნაწილში ხშირია, თუმცა ბრიტანეთში ეს იშვიათი მოვლენაა.

"მფრინავი გემი 3“ - კიდევ ერთი "ჰაერში მოლივლივე" ტანკერი და შთამბეჭდავი მირაჟული სანახაობა ბრიტანეთში

სომხეთი და არჩევნები - რა შანსები აქვს ფაშინიანს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს: "ეშინიათ, ივნისის ბოლომდე პრემიერი ვითარებას დაამშვიდებს"

როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და რუსული მედია მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს?