ავტორი:

როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და რუსული მედია მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს?

როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და რუსული მედია მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს?

საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის ამბავს რუსულ მედიასა და ინტერნეტში დიდი ინტერესი მოჰყვა. არიან ისეთები, ვისაც სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება საქართველოში აქვს მიღებული და მიაჩნიათ, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემდეგ განვითარებული ტრაგიკული შემთხვევის არიდება უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა, თორემ ქართველ სამედიცინო პერსონალს მისი მოგვარება არ გაუჭირდებოდა.

ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლების თქმით, კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია, "ასტრანეზეკას" ვაქცინის წინააღმდეგ დაწყებულ პროპაგანდას განაგრძობს და ამისთვის საქართველოში მომხდარ შემთხვევას წარმატებით იყენებს.

სხვების მოსაზრებით, "ასტრაზენეკას", რომელიც ევროპაში ძალზე გაპიარებულია, არაერთი უკუჩვენება აქვს, თუმცა, არაერთი ქვეყანა მას რუსულ "სპუტნიკ V"- სთან შედარებით, მაინც ენდობა.

rbc.ru-ს ცნობით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გარშემო, რომელიც ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში დაწყებულმა გართულებამ გამოიწვია, გამოძიება უკვე დაიწყო...

"ამ ფაქტს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის ფაქტობრივად განახევრება მოჰყვა... გოგონას ოჯახის წევრების თქმით, მას წინასწარი აუცილებელი ანალიზები არ ჰქონდა გაკეთებული. ქვეყანა ვაქცინაციას 22 მარტიდან გააგრძელებს, თუმცა, ალბათ კიდევ უფრო შეფერხებით..." - წერს გამოცემა.

nterfax.ru-ს ცნობით, საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინაციის შემდეგ, კიდევ ერთი ქალი ჩავარდა კომაში, ოღონდ მას ვაქცინა 17 მარტს ჰქონდა გაკეთებული. გამოცემა პაციენტის ვინაობას არ აკონკრეტებს...

"ასტრაზენეკას" ვაქცინაციის შედეგად მომხდარი ინციდენტის მიუხედავად, რასაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოში აცრების შემცირება იგეგმებოდა თუმცა, მოგვანებით გაირკვა, რომ ვაქცინაცია გრძელდება" - წერს კიდევ ერთი გამოცემა tass.ru

iz.ru (известия.ру)-ს ცნობით, ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რათა უსაფრთხოება დაემტკიცებინა.

"არადა, მარტში არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ შეწყვიტა "ასტრაზენეკას" გამოყენება, რადგან ის თრომბის გამომწვევად მიიჩნიეს. იყო გარდაცვალების არაერთი შემთხვევა, თუნდაც იტალიაში, ავსტრალიაში, დანიასა და ნორვეგიაში, თუმცა შემდეგ ისევ განაახლეს, იმ მიზეზით, რომ თრომბოზთან ვაქცინის კავშირი არ დადასტურდა...

"საქართველოში მარტის დასაწყისიდან რესტორნები და სამთო კურორტები გაიხსნა. ასევე, მუშაობა განაახლეს საბავშვო ბაღებმა, მუზეუმებმა, ბიბლიოთეკებმა, ფიტნესდარბაზებმა, თეატრებმა და სხვა დაწესებულებებმა..." - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, ქვეყნის ეკონომიკისთვის ვაქცინაცია აუცილებელი იყო.

ინტერნეტმომხმარებლების ცნობით, საქართველოში ანტირუსული განწყობები და პოლიტიკური მოსაზრებები რომ არა, რუსული ვაქცინა ბევრად პოპულარული იქნებოდა, რადგან ქართველი საზოგადოება რუსულ მედიცინას ენდობა.

"რუსული წარმოების მედიკამენტები ქართველ საზოგადოებაში დღემდე პოპულარულია, თუმცა "სპუტნიკის" გამოყენებას თითქმის გამორიცხავენ, ოღონდ არა იმიტომ, რომ არ ენდობიან, უბრალოდ, პოლიტიკურად არამომგებიანია..." - წერს ნიკოლაი ფრიდმანი.

"არსებობს საიმედო კვლევა ან სტატისტიკა, რუსეთში რა პროცესებით მიმდინარეობს "სპუტნიკით" აცრა?.. როგორც ვიცი, არა. ერთ შემთხვევას საქართველოში გარდამტეხი ეფექტი ჰქონდა, ვაქცინაციის პრინციპი შეცვალეს, მხოლოდ ისეთ სამედიცინო დაწესებულებებში მოხდება, სადაც გართულების შემთხვევაში დახმარებას მყისიერად აღმოუჩენენ" - წერს ალექს ვოლკოვი.

"რუსული მედიით ვიცი, რომ რუსული ვაქცინით აცრა წარმატებით მიმდინარეობს და მარაგებიც კი ამოიწურა, მაგრამ ამას კრემლის მედია ამბობს, სხვების ცნობით, რეგიონებში, თუნდაც ჩრდილო კავკასიაში, დაღესტანში, აცრა 0,5 %-საც არ აქვს გაკეთებული უნდობლობის გამო. სამედიცინო პერსონალი იძულებულია აიცრას, მაგრამ არ ვიცით შედეგი, არცერთი ფატალური შედეგის შესახებ არ გახმოვანებულა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის უნიკალურია..." - მიაჩნია სერგეი ბიუზოვს.

"ახალ პანდემიაში ვართ, ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა" - გერმანიაში აღდგომის დღესასწაულის წინ შეზღუდვები მკაცრდება

"პუტინი მკვლელია. ის ტირანია, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარე ხალხია" - ადამ კინზინგერი პუტინზე

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ