ავტორი:

"ამირხანაშვილი პანაშვიდიდან ცოცხით გამოაგდეს, რატომ დატოვეო..." - რა წერილს აგზავნიან შაქარაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულები ციხიდან?

"ამირხანაშვილი პანაშვიდიდან ცოცხით გამოაგდეს, რატომ დატოვეო..." - რა წერილს აგზავნიან შაქარაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულები ციხიდან?

"ტვ პირველს" გლდანის დაწესებულებიდან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულმა არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა წერილი გამოუგზავნეს.

ისინი ამბობენ, რომ უდანაშაულოები არიან და მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი იმის გამო გამოიტანა, რომ დაწინაურდეს.

"გუშინდელი განაჩენი იყო უკანონო, არაადამიანური უსინდისობა, რომელიც სტურუამ მოიყვანა სისრულეში და რატომ გააკეთა, ამაზე ნათელია პასუხი.

ეს საქმე არის რეზონანსული, ხალხი ითხოვდა პასუხს იმაზე, თუ როგორ გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. იმის მაგივრად, რომ ბიძინა სტურუას სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო, უზენაესი სასამართლოს მანტია არჩია და თვალით რომ არ გვინახავს ისეთი ბავშვის მკვლელობაში დამნაშავედ გვცნო. მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც ჯანსაღი აზრი გააჩნია, გამოდით და გააპროტესტეთ. რადგან ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის თქვენი შვილები, შესაძლოა ამ დამპალი სისტემის მსხვერპლი გახდეს" - ნათქვამია ვახო ჩიქოვანის წერილში.

რაც შეეხება ნიკოლოზ რევაზიშვილს, ის გურამ ამირხანაშვილის დაკავებას ითხოვს. როგორც ის ამბობს, ამირხანაშვილმა ჩვენებაში იცრუა.

"ამირხანაშვილი პანაშვიდიდან ცოცხით გამოაგდეს, რატომ დატოვეო და მორალურად გაიპრავა თავი, ამათ ძალით წამომიყვანესო, ეგეც დასაჭერია და ზუსტად ერთ დღეში მოჰყვება სიმართლეს. მოსამართლე სტურუამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და უდანაშაულო ხალხი გაგვწირა 16 წლით" - ამბობს ნიკოლოს რევაზიშვილი წერილში.

არჩილ გაგნიძეის მთავარი სამიზნე წერილში მირიან ნიკოლაძეა.

"გუშინ მე პროკურატურას ვაგინე და არა შვილმკვდარ დედას, მირიან შენ მიცვალებულების სულით მოვაჭრე ხარ" - ამბობს გაგნიძე.

მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებულს 3 პირს- არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 14 მარტს გამოცხადდება.

მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა. აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია 100-მდე მოწმე და გამოკვლეულია როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ნივთიერი, წერილობითი მტკიცებულებები. დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - რატომ მიმართავს ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს?

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა