ავტორი:

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

ბულგარეთის სამართალდამცველებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ძებნილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე დააკავეს და საქართველოში მისი ექსტრადიცია იგეგმება.

შეგახსენებთ, თოფურიძე 2012 წლიდან მიმალვაშია. ის თავდაპირველად, რამდენიმე წელი თურქეთში იყო, შემდეგ კი ბულგარეთში გადავიდა.

თოფურიძემ 2019 წელს, ბულგარეთის ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოს თხოვნით მიმართა, მისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ, მაგრამ უარი მიიღო, მიზეზად კი დასახელდა მისი დევნის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა.

თოფურიძემ სოფიის სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც იგივე დასკვნა გამოიტანა. კუდ-ის ექსმაღალჩინოსანი საქართველოს მოთხოვნით ერთხელ უკვე დააკავეს, მაგრამ ის სამი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. ამჯერად, სოსო თოფურიძე ერთი მხრივ, ლტოლვილის სტატუსის მოლოდინშია, მეორე მხრივ კი ელის, რომ შეიძლება მისი საქართველოში ექსტრადიცია მოხდეს.

როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გვითხრეს, ძებნილი სოსო თოფურიძის ექსტრადირებისთვის ყველა სამართლებრივი ღონისძიება ხორციელდება.

შეგახსენებთ, სოსო თოფურიძეს და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს სასამართლომ ბრალი 2012 წელს წაუყენა. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, 2005 წლის 2 იანვარს მათ სცემეს პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც თითქოს და რესტორან "ძველ სახლში“ შეურაცხყოფა მიაყენეს იმჟამინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, თაკო სალაყაიას. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა როგორც სოსო თოფურიძეს, ასევე მის უფროსს დათა ახალაიასაც. ორივე მათგანს 3 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

როგორც ambebi.ge-ს წყარო უყვება, გამორიცხული არ არის, სოსო თოფურიძე ახლახან გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან იყოს კავშირში:

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ თოფურიძე ამ ჩანაწერთან კავშირშია, ან საქმის კურსში მაინცაა. მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, პროკურატურას უკვე გამზადებული აქვს საჭირო დოკუმენტაცია და ყველანაირად შეეცდებიან მალე ჩამოიყვანონ. კუდ-ის საქმიანობიდან გამომდინარე, თოფურიძემ, სავარაუდოდ, უნდა იცოდეს, ვინ და როგორ ჩაიწერა ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის საუბარები და იმედი აქვთ, რო გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

ჩემი ინფორმაციით, აპირებენ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით დათა ახალაიას ყოფილი გარემოცვის სხვა წევრების გამოკითხვასაც. არ არის გამორცხული "მასტერა“ (იგივე გიორგი დგებუაძე) და მეგის ქარდავას ძმა - ლევან ქარდავა დაკითხონ".

გორში დაჭრილი 30 წლამდე მამაკაცი ალექსანდრე არჩუაძეა, მეტსახელად "ბოთე"

გორში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - რა მოხდა შემთხვევის ადგილას

შსს-ს ცნობით, თელავში პირმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა, ამბის გაგების შემდეგ კი, გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა