ავტორი:

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა - რომელ ვაქცინას შემოიტანენ პირველ ეტაპზე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა - რომელ ვაქცინას შემოიტანენ პირველ ეტაპზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.

ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ვაქცინებს ეტაპობრივად შემოიტანენ.

"დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცესში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, 13 მარტიდან ქვეყანაში თავდაპირველად "ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო მათი განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც "ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ქვეყანაში შემოვა.

"მას შემდეგ რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ვაქიცანია იგეგმება. დალოდება „ფაიზერთან“ არ მოხდება, ვინაიდან ეს ორი პროცესი ერთმანეთთან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს.

"ასტრაზენეკას“ შემთხვევაში აცრილი იქნება 43 200 ადამიანი, მეორე დოზით ისინი აიცრებიან მას შემდეგ რას მივიღებთ დამატებით „ასტრაზენეკას“ დოზებს. ეს ასევე შეთანხმებულია საბჭოსთან. გვაქვს დროის მონაკვეთი, როდესაც გარანტირებულად შემოვა მეორე ვაქცინა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დროულად და დაჩქარებულ რეჟიმში შეგვიძლია ავცრათ უფრო მეტი რაოდენობა მოქალაქეების და ჩვენი ექიმების. ჩვენ გვაქვს 6-დან 12-კვირამდე ვადა იმ აღნიშნული პროტოკოლით, რითაც ხდება „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია, შესაბამისად, გარანტირებული მოლაპარაკებებით, რომელიც გამართულია, ჩვენ გვაქვს იმის დასტური, რომ მოესწრება მეორე დოზის შემოტანა“, - განაცახდა ტიკარაძემ.

"ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად" - როგორ შეაფასა, ლევან რატიანმა კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა კონსილიუმის შემდეგ

როგორია 27 წლის ექთნის მდგომარეობა - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი საუნივერსიტეტო კლინიკიდან