ავტორი:

"იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ... სხვების დამუნათებით იღებთ სიამოვნებას" - რას პასუხობს სპორტული ჟურნალისტი ბასილაშვილის კრიტიკოსებს

"იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ... სხვების დამუნათებით იღებთ სიამოვნებას" - რას პასუხობს სპორტული ჟურნალისტი ბასილაშვილის კრიტიკოსებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის გუშინდელ გამარჯვებას, როდესაც მან ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა საზოგადოების მხრიდან დიდი სიხარული მოჰყვა, თუმცა გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც სპორტსმენს ოჯახური სკანდალი და სასამართლო დავა გაუხსენეს. სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი სწორედ ასეთი ადამიანების პოსტებმა და კომენტარებმა გააღიზიანა:

"ეს ხალხი ასე რამ გააბოროტა მართლა ვერ ვხვდები. ნახევარი "ფეისბუქი" წერს მოძალადეს როგორ გულშემატკივრობთო და კიდევ მეორე ნახევარი ამბობს გაუმართლა ბასილაშვილს, ფედერეერი დაბერდა და ცუდ ფორმაში იყოო. კარგით რა, მართლა და მართლა... იდეალურ ფორმაში მყოფ ფედერერს რომ ვერავინ მოუგებს სამყაროში, ისედაც ვიცით და ამ ძალადობაზე კიდევ რა ჩაფსიხდით მართლა? ისე წერს ზოგი, გეგონება თვითონაც იქ იყვნენ, როდესაც ბასილაშვილი ცოლს ურტყამდა. ჯერ არ დამტკიცებია არანაირი ძალადობა და საკითხი განხილვის პროცესშია. ისიც მახსოვს ბრალდების პირველივე წამიდან როგორ გამოუტანეთ განაჩენი, ჩაქოლეთ და აბულინგეთ. ცოლი რო აშანტაჟებდა ეგ დაუჯერებელია თქვენთვის რატომღაც, უფრო სწორად არ გინდათ რომ დაიჯეროთ და რომც იყოს მტყუანი ბასილაშვილი, თქვენ გგონიათ სპორტს წმინდანები თამაშობენ და ხელოვნებას წმინდანები აკეთებენ? მაშინ ნუ უყურებთ ნურაფერს და თუ იდეალურ ადამიანს ეძებთ, ქრისტეს სადმე რომ ნახავთ ტელევიზორში, მეც მითხარით! იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ. ეს "ფეისბუქ" ზონდერები რაღაც ძალიან მომრავლდნენ და სხვების დამუნათებით იღებენ სიამოვნებას. თქვენ თავებს მიხედეთ რა, ამდენი ბოღმის ნთხევას, გირჩევთ საკუთარ თავებზე იმუშაოთ და შეიძლება როდესმე ფედერერს თუ არა, მეზობელს მაინც აჯობოთ რამეში", - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა. და გამარჯვება მოიპოვა. პირველი სეტი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ნიკოლოზმა მეორე სეტში გაათანაბრა და მესამე სეტიც მისი გამარჯვებით დამთავრდა. საბოლოოდ ანგარიში სამ სეტში ბასილაშვილის სასარგებლოდ - 3:6, 6:1, 7:5 დაფიქსირდა.

"სადაც ბავშვები თამაშობენ, წამში შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს, არ ავხსნი რამდენად საშიშია სიტუაცია იქ" - რას წერს ნინა სუბლატი?

"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს

"...გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ინფექციონისტი ვაქცინაციასა და "ასტრაზენეკაზე"