ავტორი:

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა - რის გაძარცვას ცდილობდნენ დაკავებულები

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა - რის გაძარცვას ცდილობდნენ დაკავებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 4 პირი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დაკავებული არიან: 2002 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ხ., 1999 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისათვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ს., 2001 წელს დაბადებული ნ.მ. და 1996 წელს დაბადებული თ.კ.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის გაქურდვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა სამი პირი აღნიშნული სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მეოთხე ბრალდებული კი, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქეს თავში "რაცია" ჩაარტყა - რა მოხდა იუსტიციის სახლში?

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ზ.ხ.-ს მამა შეურაცხადია

"მე თბილისში ვარ" - რატომ ჩამოვიდა საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი და რას აცხადებს პროკურატურა?