ავტორი:

ოპოზიციასთან მოლაპარკებებში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს - რა განაცხადა პრემიერმა?

ოპოზიციასთან მოლაპარკებებში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს - რა განაცხადა პრემიერმა?

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული იქნება ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა...

როგორც მოგეხსენებათ, ბატონი კრისტიან დანიელსონი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. გულწრფელი მადლიერებით მინდა აღვნიშნო პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ კარგად, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის სისტემატური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენს მიმართ მისი და ევროკავშირის ინტერესი ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ. ეს ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას - ყველა აქტორს: ხელისუფლებას და ოპოზიციას. ასეთივე პათოსით და სულისკვეთებით განმსჭვალული უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. სრული მზაობა მინდა დავადასტურო ჩვენი გუნდის და პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არაერთხელ განგვიცხადებია მათ შორის ოპოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დროს, არაერთ ფორმატში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა: "ბატონი დანიელსინი არის გამოცდილი დიპლომატი. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის, ოპოზიციის კონსტრუქციულობის".

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

"რუსები ბიძინას ეუბნებიან, რომ დაულაგებენ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო" - მიხეილ სააკაშვილი

"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს!" - სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაზე