ავტორი:

"მოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, მლიქვნელური... ერთ-ერთ შეხვედრაზე შემომთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა..." - რას იხსენებს სააკაშვილი ივანიშვილზე და ღარიბაშვილთან დედამისის შეხვედრაზე

"მოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, მლიქვნელური... ერთ-ერთ შეხვედრაზე შემომთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა..." - რას იხსენებს სააკაშვილი ივანიშვილზე და ღარიბაშვილთან დედამისის შეხვედრაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება, სადაც მან ექსპრეზიდენტის დედასთან და მეუღლესთან შეხვედრები გაიხსენა.

"არავის არ ვურჩევ ჩემი ოჯახის წევრების მინისტრებთან არევას, რადგან ჩემი ოჯახის წევრებს თვითონ ეკრძალებოდათ მინისტრებთან კომუკინაცია. ეს დედაჩემს არ ეხება და სანდრას არ ეხება, მაგრამ იყო ეპიზოდები, როდესაც სხვა ჩემი ნათესავები ურეკავდნენ მინისტრებს და ეს მთავრდებოდა მათთვის ყოველთვის ცუდად, როცა მერე მე გავიგებდი... ყველა მინისტრი გაფრთხილებული მყავდა... ერთხელ ერთმა ნათესავმა მითხრა, რომ მინისტრებს ვურეკავ და არცერთი არ იღებს ყურმილსო და მე ვუთხარი შენ ვინ ხარ, რადგან ჩემი გვარი გაქვს... შენი დარეკილი რატომ უნდა აიღოს მინიტრმა-მეთქი?! ყველა მინიტრი გაფრთხილებულია-მეთქი, რომ პრეზიდენტის ოჯახის მიმართ არა მხოლოდ პრივილეგიები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, არამედ არ შეიძლება მათთან კომუნიკაცია, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა შევარდნაძის მწარე გამოცდილება, როდესაც ოჯახი ერეოდა ეკონომიკურ საკითხებში და ა.შ. და მე ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, რომ საქართველოში შევარდნაძის რაიმე პრაქტიკა გრძელდება...

რაც შეეხება დედაჩემს, მე დედაჩემს ვკითხე და გაიხსენა, რომ ერთადერთხელ იყო მასთან მისული ღარიბაშვილი, როდესაც დედაჩემი იყო "ჩვენებურების" ფესტივალის ორგანიზატორი, მთელს მსოფლიოში კრიბავდნენ ქართველებს და მათ ანსამბლებს და აკეთებდნენ მათ ფესტივალს, და შესთავაზა დახმარება... მან მითხრა, რომ შენ გკითხეო, მოსული იყოო ფონდიდანო და შენ თქვიო თუ კარგი საქმეა რატომაც არაო და ძაან მცირე ნაწილი დაფარესო. ეს იყო ერთდერთი შემთხვევა...

რა თქმა უნდა მე შევხვედრივარ ივანიშვილს. ივანიშვილმა ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ორჯერ თუ სამჯერ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, ასე ახასიათებთ ყოველთვის იმ ადამიანებს, ვინც მათ ზემოთ არის, იმათ უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, ისინი უნდა დაჩაგრონ. ამიტომ არ მიყვარს მლიქვნელები. ერთ-ერთ შეხვედრაზე კარგად მახსოვს შემომთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა და მე ვუთხარი არც გაიფიქროთ ეს აზრად და არც მიეკაროთ არავის. ასე რომ, ჩვენთან ნეპოტიზმი და ცალკე ვიღაცეებთან სირბილი, რაც ამათთან ძაან მიღებულია, პირად გამორჩენაზე ლაპარაკი გამორიცხული იყო, იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი მთავარი პრინციპი და მითუმეტეს, როცა საქმე ეხებოდა ჩემს ახლობლებს და ოჯახის წევრებს საერთოდ გამორიცხული იყო. ვინც იმ წლებში ცხოვრობდა საქართველოში, თავის თავს ჰკითხოს, ვინე ოდესმე შეაწუხა ჩემმა ოჯახმა, პასუხი ნათელია და ესენი რასაც აკეთებენ, ესეც ყველამ იცის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია.

საუბარია იყო იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ. მინდა, განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის, მე 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს. ვმართავდით საქველმოქმედო პროექტებს საქართველოში და ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან.

მიწევდა შეხვედრა ასევე სააკაშვილის მეუღლესთან, არაერთ პროექტზე გვქონდა მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენა გვიწევდა, პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ჩემი ხშირი სტუმარი იყო, როცა მე ვიყავი ფონდის ხელმძღვანელი.

აქედან გამომდინარე, პასუხი ძალიან მარტივია, პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, არანაირი ლოგიკა არ არსებობს იმაზე, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული ეს საკითხი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

"ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს - "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შემოვა, ჭრიალ - ჭრიალით მოდიან" - ელისაშვილი

"მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა" - რაზე საყვედურობს აშშ-ის საელჩო "ქართულ ოცნებას"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"