ავტორი:

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

13 მარტის ახალმთვარეობაა. ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს, ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი.

"ხვალ, თბილისის დროით 14:21 საათზე ახალმთვარეობა იქნება.ეს ახალმთვარება თევზების ზოდიაქოში დაფიქსირდება და ბუნებრივია გაძლიერდება რეალობის არასწორად აღქმის, ილუზიის და საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანის ალბათობა. მითუმეტეს, რომ მზესთან და მთვარესთან შეერთებაში იქნება ნეპტუნი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ზემოთ ნათქვამს.ამიტომ 13-15 მარტის შუალედში სასურველია პრაქტიკულობის და პრაგმატულობის გამოვლენა.

შექმნილი პერსპექტივები რეალურ ჭრილში უნდა დავინახოთ, რათა არ მოხდეს არასწორი დასკვნების გამოტანა.კარგი დღეები იქნება ხელოვნებისთვის და ასევე ინტიუციური ადამიანებისთვის, რადგან გაძლიერდება ინტუიცია და მიხვედრილობის უნარი.ინდივიდუალურ დონეზე: 13 მარტის ახალმთვარეობა მნიშვნელოვანი იქნება კირჩხიბის, მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.

მოსალოდნელია ამ ახალმთვარეობამ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს დაუდოს სათავე (მნიშვნელოვანი თემები იქნება კირჩხიბებისთვის: სასიყვარულო სფერო, ბავშვებთან დაკავშირებული სფერო, გართობა. მორიელებისთვის: უცხოეთი, უცხოელები, სწავლა, რწმენის გაძლიერება და ჰორიზონტის გაფართოება. თევზები: იმიჯის შეცვლა, ახალი ხედვა, ახალი ინიციატივების გამოვლენა). შედარებით დისჰარმონიული იქნება ტყუპის, ქალწულისა და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (მათ სასურველია თავი შეიკავონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან).

დანარჩენი ნიშნებისთვის ნეიტრალური იქნება (მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იქნება რეზონანსული, ვისაც პირად ჰოროსკოპში თევზების ზოდიაქოს 22-ე, 23-ე და 24-ე გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვს განთავსებული).მუნდანურ დონეზე: ამ ახალმთვარეობის გავლენით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები. მოსალოდნელია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოელი პარტნიორების კიდევ უფრო აქტიურად ჩარევა. მოსალოდნელია უცხოეთის სხვა კუთხითაც გააქტიურება ვიხილოთ" - წერს გიგაური.

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"

"გეტყვით, როგორ დავიკელი 55 კგ, სულ ვიცავთ 3 წესს...“ - აკაკი საღინაძე თავის გამოცდილებასა და რჩევებს გვიზიარებს

"როდესაც საუკეთესოს ეთამაშები, მაგრამ შენც საუკეთესო ხარ" - რას წერს ბასილაშვილის მეგობარი გოგო ნიკოლოზის ფედერერთან გამარჯვების შემდეგ