ავტორი:

"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე - მოვუწოდებ კოლეგებს, მაგალითი მისცენ საზოგადოებას" - ამირან გამყრელიძე

"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე - მოვუწოდებ კოლეგებს, მაგალითი მისცენ საზოგადოებას" - ამირან გამყრელიძე

ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ, ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ექიმებს მოუწოდა, ორშაბათიდან, როცა ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება, საზოგადოებას მაგალითი მისცენ.

„დღეს, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - სრულიად ახალი ეტაპი პანდემიასთან ბრძოლის. მოგეხსენებათ, პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, ამიტომ ამ პროცესის კარგად, სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ყველას გთხოვთ, მასმედიას, მაქსიმალურად დაუდგეთ ჩვენს ექიმებს გვერდში, რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა აიცრას, ანუ 60%-ია ჩვენი სამიზნე. დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ავტორიზაცია ნიშნავს, რომ გახლავთ ყველაზე ერთ-ერთი მაღალი ხარისხის, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის უმაღლესი თამასა ვაქცინის ხარისხისა.

„კოვაქსის“ საშუალებით პირველი პარტია - 43 200 დოზა მივიღეთ, მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 86 000 დოზა იქნება. პირველ ეტაპზე, ჩვენი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, აიცრებიან ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ესენი არიან ჩვენი კოლეგები, სამედიცინო, ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ვინც დასაქმებულია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ისინი არიან კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე. მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი საზოგადოებას ამ 200 წლის განმავლობაში მოუგონია. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ, ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია. ამიტომ, გთხოვთ, ყველა ვიყოთ სოლიდარული, მობილიზებული, რომ ეს პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"საშინელი ტრაგედია შეემთხვა ჩვენს მსახიობს ირაკლი ბასილაძეს - მოულოდნელად გარდაიცვალა მისი უსაყვარლესი შვილი" -ახალი შაბათის შოუ-ს განცხადება

"ანალგინს ვაქცინის ალერგიაზე 1000-ჯერ ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება" - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ვაქცინაციის მითებზე

რატომ გაშალეს ექიმებმა პარლამენტის შენობასთან კარავი?