ერთ-ერთ პირველი, ვინც კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი, თამარ გიორგაძეა.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თამარ გიორგაძე პორტალზე პირველი დარეგისტრირდა.
"75 000-მდე ექიმი და სამედიცინო პერსონალი წინასწარ დარეგისტრირებულია ჩვენს პორტალზე, რიგების მართვის პორტალი ჩაირთო სწორედ ახლა და პირველი დარეგისტრირდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ადამიანი, ქალბატონი თამარ გიორგაძე, რომელიც მუშაობს ლუგარის ლაბორატორიაში.
ჩვენი ცენტრის მეისტორიეა. თამარი დარეგისტრირდა როგორც ერთ-ერთი პირველი. ორშაბათს, როდესაც დავიწყებთ აცრებს, თამარი ერთ-ერთი პირველი აიცრება“,-აცხადებს ამირან გამყრელიძე.