ავტორი:

"თუ გვინდა, ტურისტები მივიღოთ, ბიზნესები ამუშავდეს, დასაქმება გაიზარდოს, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ" - რას წერს სებ-ის პრეზიდენტი?

"თუ გვინდა, ტურისტები მივიღოთ, ბიზნესები ამუშავდეს, დასაქმება გაიზარდოს, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ" - რას წერს სებ-ის პრეზიდენტი?

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვენეტაძე პოსტს "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"გრიპის ვაქცინას მე და ჩემი ოჯახის წევრები 2011 წლიდან ვიკეთებთ. ამ საკითხზე ბევრი წამიკითხავს - სადაც და როცა შესაძლებლობა მაქვს, ყოველთვის ვუწევ პოპულარიზაციას ვაქცინაციას.

ეს პოსტი 2018 წლის 23 სექტემბერს გამოვაქვეყნე. მაშინაც დარწმუნებული ვიყავი ვაქცინაციის სიკეთეში. თუმცა მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, თუ 3 წელიწადში ვაქცინაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდებოდა. ვაქცინებმა ბევრი დაავადება დაამარცხეს, ბევრ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე.

საქართველოში ორშაბათს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია იწყება. თუ გვინდა, რომ ტურისტები ისევ მივიღოთ, ბიზნესები ისევ ამუშავდეს, დასაქმება გაიზარდოს, საგარეო ვალი შემცირდეს, ანუ ჩვენი ეკონომიკა აღდგეს, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ - სხვანაირად ეკონომიკა გაჯანსაღებას ვერ დაიწყებს" - წერს გვენეტაძე.

საქართველომ COVAX პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის 43,200 დოზა მიიღო, რომელიც AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ არის დამზადებული. აღნიშნული ვაქცინის შეძენაში ქვეყნის მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა.

ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფებით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე

"მწვრთნელს ვკითხე - სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ვიფიქრე გამაგდებდა, მაგრამ უკან არ დავიხიე... ბიჭები გასუსულები გვისმენდნენ..." - რას იხსენებს შოთა არველაძე

"ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა ნათესავმა ბოროტად გამოიყენა და გადაწყვიტა, მის პირად ანგარიშზე გადარიცხულიყო თანხები" - რა გადახდა ირინა ონაშვილს